24-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ თბილისის "დინამომ" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეათე ტურში „დილამ“ „თბილისის“ დინამო“ 2:1 დაამარცხა.

ნაკლებად სანახახაობრივი პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა, გორული გუნდი 2:0 დაწინაურდა, მარუშიჩმა კი ანგარიში შეამცირა. დედაქალაქელები უპირატესობას ფლობდნენ, ბევრს უტევდნენ, ხოლო „დილა“ სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდა. აქტიურ გეილს გატანა მეკარე კუტალაძემ არ დაანება, მერე მან ბურთი ძელს გაარტყა და შეხვედრა 1:2 დასრულდა.

მოკლედ, თბილისის „დინამომ“ 24-მატჩიანი წაუგებელი სერიის მერე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ კიდევ უფრო გაქცევის საშუალება მიეცა. „დილამ“ კი 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

30 აპრილს, ჩემპიონატის
შემდეგ ტურში, თბილისის „დინამო“ გასვლაზე „სამტრედიას“, ხოლო „დილა“ სახლში „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დინამო (თბ) - დილა 1:2
გოლები: 0:1 კობოური (55, საკ. კარში), 0:2 კოვტალიუკი (61), 1:2 მარუშიჩი (63)

მკითხველის კომენტარები / 9 /
დინამო ჭიაბრიშვილის გარეშე..
ნოდო
09:57 26-04-2023
1
icit ramikvirs mcvtrnelic ro noli yavt eg subieqti ise daibriqeba titqos rames carmoadgendes da sxvebs chkuas arigebs bevrisgan gamigia magari ibriqebao azrzeararis eg subiekti
Iberia
08:43 26-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული