მეკარის უხეში შეცდომა - "დილამ" "საბურთალოსთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში „დილასა“ და „საბურთალოს“ მატჩი 1:1 დასრულდა.

შეხვედრა დაძაბული გამოვიდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმი. მასპინძლები კოვტალიუკმა დააწინაურა, შემდეგ პირისპირ გასულ გეილს გატანა სტუმართა მეკარე კუპატაძემ არ დაანება, კომპენსირებულ დროში კი გორელთა მეკარე კუჩერენკოს ბურთი ხელიდან გაუვარდა და გოშთელიანმა ანგარიში გაათანაბრა.

"საბურთალო" 23 ქულით მეოთხე ადგილზეა, "დილა" კი 21 ქულით მეხუთეზე.

„დილა“ ზედიზედ 4 მოგების შემდეგ ფრეს დასჯერდა და 14 მაისს „შუქურას“ შეხვდება, ხოლო ბოლო 6 მატჩში დაუმარცხებელი „საბურთალო“ (4 მოგება და 2 ფრე) „სამტრედიას“ დაუპირისპირდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - საბურთალო 1:1

გოლები: 1:0 კოვტალიუკი (74), 1:1 გოშთელიანი (90+4)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ასეთი შეცდომის გამო კუპატაძე გუნდიდან გაუშვეს, რამაც გამოიწვია ის ჩავარდნა გუნდში, რაც დღემდეა. გასაგებია, იმ გოლს უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ამან გუნდში დეპრესიული ფონი უფრო გაამძაფრა, ფეხბურთელებს თავდაჯერება დაუკლო და ბოლოს ჩემპიონებიც ვერ გახდნენ. ახლა საერთოდ არეულია სიტუაცია. ეს გოლი კიდე ერთ უწყინარ ცუდ მოგონებად გადაიქცევა. ისედაც ჭირს თუნდაც ბათუმში მაღალი დონის ფებურთელის მოყვანა და როცა საკუთარი ნებით უშვებ, ამას შედეგები მოყვება
Haaland
08:34 10-05-2023
1

სიახლეები პოპულარული