ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში „დილასა“ და „საბურთალოს“ მატჩი 1:1 დასრულდა.
შეხვედრა დაძაბული გამოვიდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმი. მასპინძლები კოვტალიუკმა დააწინაურა, შემდეგ პირისპირ გასულ გეილს გატანა სტუმართა მეკარე კუპატაძემ არ დაანება, კომპენსირებულ დროში კი გორელთა მეკარე კუჩერენკოს ბურთი ხელიდან გაუვარდა და გოშთელიანმა ანგარიში გაათანაბრა.
"საბურთალო" 23 ქულით მეოთხე ადგილზეა, "დილა" კი 21 ქულით მეხუთეზე.
„დილა“ ზედიზედ 4 მოგების შემდეგ ფრეს დასჯერდა და 14 მაისს „შუქურას“ შეხვდება, ხოლო ბოლო 6 მატჩში დაუმარცხებელი „საბურთალო“ (4 მოგება და 2 ფრე) „სამტრედიას“ დაუპირისპირდება.
გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
გოლები: 1:0 კოვტალიუკი (74), 1:1 გოშთელიანი (90+4)