ჩისკოს უარი "ტორპედოს" - ესპანელი საქართველოში მხოლოდ ერთ კლუბს ჩაიბარებს

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოს" გუნდის მთავარ მწვრთნელად ხისკო მუნიოსის დანიშვნა სურდა, თუმცა ესპანელმა იმერული კლუბი უარით გაისტუმრა.

მოგეხსენებათ, საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებული, კახა ჩხეტიანის გათავისუფლების შემდეგ, ახალი დამრიგებლის ძიებაშია.

მუნიოსი მზადაა საქართველოში დაბრუნდეს, მაგრამ ის მხოლოდ ერთადერთ გუნდში, თბილისის "დინამოში" მუშაობაზეა თანახმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ის სწორედ დედაქალაქურ გუნდს ავარჯიშებდა, რის შემდეგაც "უოტფროდის", "უესკასა" და "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელიც გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ტორპედოს სტადიონზე კაცს დასარტყმელად ხელი მოუქნიეს ესენი კიდე კლუბში ეპატიჟებიან ცოტა თავი გაატოკეთ
7
ვის რაში ჭირდება ანორთოსისში 7 თამაშიდან გამოგდებული ჩისკო. ტორპედოს ხელმძღვანელობას როგორც ჩანს ფული კი აქვთ მაგრამ გონება და კონტაქტები არა. რა ჩისკო ტო 20 000-ად ჰოლანდია, ბელგიის ჩემპიდან მოხსნი კვალიფიციურ მწცრთნელს რომელიც ცალი ფეხით გახდება ელიგის ჩემპიონი და თუ კვალიფიციურ 3-4 ფეხბურთელსაც მოუყვან ჯგუფსაც დადებს. ჩისკო არა ჩიჩარიტო. კონტაქტები აკლია ტორპედოს უცხოეთში ტრანსფერებისთვის და იგივე მწვრთნელის შერჩევაში, ამის მოგვარებაც მარტივად შეიძლება მოიყვანონ უცხოეთიდან სივიანი მენეჯერი და ის დაულაგებთ ყველაფერს.
19
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული