"დინამო არენის" რეკონსტრუქცია დასრულდა და თბილისის "დინამო" საშინაო მატჩებს ისევ მშობლიურ სტადიონზე ჩაატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:
"გაჩემპიონების შემდეგ პირველად - "დინამო არენაზე" ვბრუნდებით.
როგორც მოგეხსენებათ, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის (U21) "დინამო არენაზე" სამუშაოები ჩატარდა. შეიცვალა მინდორი და სტადიონის განათება, ასევე განახლდა სამხრეთ ტრიბუნის ტაბლო.
28 მაისს ჩვენი გუნდი ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდება. მატჩი 21.00 საათზე დაიწყება".