"მიხარია აქ ყოფნა. ეს ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო და ბოდიშს ვიხდი, ქართულად რომ ვერ ვსაუბრობ. ენას აუცილებლად ვისწავლი, რათა უკეთ შევძლო ფეხბურთელებთან ურთიერთობა. ეს მნიშვნელოვანია.
ვარჯიშამდე მოთამაშეებს ვესაუბრე. ავუხსენი, მათგან რა მოლოდინები მაქვს. ვუთხარი, რომ წარსული უნდა დავივიწყოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
გულშემატკივრები გუნდისგან ბევრს ელიან და აუცილებლად უკეთესი შედეგები გვჭირდება. ამჟამინდელი პოზიცია ცხრილში ამ დონის გუნდისთვის მიუღებელია.
ვხე
სტვინ კინის დებიუტი "ტორპედოში" 24 მაისს თბილისის "დინამოსთან" მატჩში შედგება.