"ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ქართული ენის სწავლას აპირებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, შოტლანდიელმა სტივ კინმა თქვა, რომ ქართული ენის სწავლას აპირებს, რათა ფეხბურთელებთან კომუნიკაცია უკეთესად შეძლოს.

"მიხარია აქ ყოფნა. ეს ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო და ბოდიშს ვიხდი, ქართულად რომ ვერ ვსაუბრობ. ენას აუცილებლად ვისწავლი, რათა უკეთ შევძლო ფეხბურთელებთან ურთიერთობა. ეს მნიშვნელოვანია.

ვარჯიშამდე მოთამაშეებს ვესაუბრე. ავუხსენი, მათგან რა მოლოდინები მაქვს. ვუთხარი, რომ წარსული უნდა დავივიწყოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

გულშემატკივრები გუნდისგან ბევრს ელიან და აუცილებლად უკეთესი შედეგები გვჭირდება. ამჟამინდელი პოზიცია ცხრილში ამ დონის გუნდისთვის მიუღებელია.

ვხე
დავ ფეხბურთელებისა და პერსონალის მონდომებას. ბევრს ვიმუშავებთ და დავრწმუნდებით, რომ მეტი შეგვიძლია. შემდეგი თამაშები გვაჩვენებს, ლიგაში წარმატებისთვის ვართ თუ არა მზად. სეზონის მეორე ნახევარში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ", - აქვენებს მწვრთნელის სიტყვებს კლუბის სოციალური ქსელის გვერდი. 

სტვინ კინის დებიუტი "ტორპედოში" 24 მაისს თბილისის "დინამოსთან" მატჩში შედგება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რატო გააქცევენ ფინანსები არააქვს ტორპედოს თუ რატო ლაყმობთ ტყუილად რაცარიცით და ლაპარაკობთ
ქუთაისელი
12:54 25-05-2023
0
წარმატებები!!! ყველას გაგვიხარდება.
100%
07:04 24-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული