ორივე "დინამომ" მოიგო; "საბურთალომ" "სამგურალი" შეაჩერა, "დილამ" "გაგრას" აჯობა

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-16 ტური გაიმართა. ახლა ლიდერი ერთპიროვნულია, რადგან "დინამო ბათუმმა" მოიგო, ხოლო წყალტუბოს "სამგურალმა" ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა: "საბურთალო"-"სამგურალი" 5:1... ჩემპიონმა "დინამო თბილისმა" მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გატანილი პენალტით მოუგო ქუთაისის "ტორპედოს". "დილამაც" იმარჯვა და ცხრილის ორივე ნაწილში დიდი სიმჭიდროვეა ქულების მხრივ.

შუქურა 2:2 სამტრედია

ბოლოსწინაადგილოსნისა და აუტსაიდერის დაპირისპირება ფრედ დასრულდა. "შუქურას" ახლა ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, "სამტრედიას" კი - ექვსმატჩიანი.

"შუქურა" მალე დაწინაურდა: სამხრეთაფრიკელმა ბანტუ მზვაკალმა გიორგი ჯანელიძის პასი გამოიყენა, წინ გამოსული მეკარე რეზო ლომიძე მოატყუა, პაუზაც
კარგი გააკეთა და ახლოდან გაიტანა.

"სამტრედიამ" 62-ე წუთზე გაათანაბრა, შეცვლაზე შესულმა ვანო ჩარგეიშვილმა დასწრებაზე ითამაშა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

გავიდა რამდენიმე წუთი და მზვაკალმა დუბლი შეასრულა: საჯარიმოს გარედან ცხრიანში დაარტყა - 2:1.

ბოლოს კი პენალტი დაინიშნა "შუქურას" კარში და სამტრედიელთა მცველმა ვარლამ კილასონიამ გამოიყენა - 2:2.

ისე, საკმაოდ გახსნილი მატჩი იყო...

ტორპედო 2:3 დინამო თბ

ქუთაისის "ტორპედო"-"დინამო თბილისის" დაპირისპირება ამჯერადაც დაძაბული გამოდგა. დინამოელები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ. მერე "ტორპედომ" ოთხწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანა და გაათანაბრა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ჩემპიონმა მაინც მოახერხა და სამი ქულა მოიპოვა.

"დინამო" ულად-ომარ იმრანმა დააწინაურა შორეული დარტყმით. მეორე ტაიმის დასაწყისშივე იმრანმა გიორგი ხარაიშვილის კარგი პასის შემდეგ გაუტანა ოთო გოშაძეს - 0:2. იმრანს 9 გოლი მოუგროვდა მიმდინარე სეზონში, თან ბოლო 4 ტურში ზედიზედ გააქვს: 5 ბურთი მიითვალა.

62-ე წუთზე ტორპედოელმა გიორგი კუხიანიძემ ირაკლი ბუღრიძის გარღვევისა და პასის მერე ახლოდან გაიტანა... ხოლო ოთხ წუთში თავად ბუღრიძემ დამატებაზე ითამაშა კარგად: გიორგი არაბიძის დარტყმის მერე მეკარე დავით კერესელიძემ მოიგერია ბურთი და ირაკლიმაც ზუსტად გადაგზავნა კარში - 2:2.

ორმხრივი შეტევები იყო, ხოლო დამატებულ წუთებზე არბიტრმა ჯენერი ხორავამ VAR-ზე გადამოწმების მერე პენალტი დანიშნა მასპინძელთა კარში. იქ ტორპედოელი გიორგი ქობულაძის ხელით თამაში დააფიქსირა. უსმანე კამარამ პენალტი ზუსტად შეასრულა და 2:3...

ეს იყო შოტლანდიელი მწვრთნელის, სტივ კინის სადებიუტო მატჩი "ტორპედოს" მწვრთნელის რანგში. ქუთაისელებმა ზედიზედ მესამედ წააგეს და მეექვსე ადგილზე არიან. მოქმედი ჩემპიონი კი ისევ მეოთხე პოზიციაზეა.

კონკრეტულად საქართველოს ჩემპიონატში "დინამო თბილისსა" და "ტორპედოს" შორის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა ასეთია: 87 მატჩიდან 48 "დინამომ" მოიგო, 17 "ტორპედომ", ხოლო 22 ფრედ დასრულდა.

საბურთალო 5:1 სამგურალი

"საბურთალო" უკვე მეორე ადგილზე გადავიდა. გუნდი მეორე წრეს მშვენივრად ატარებს და წყალტუბოს "სამგურალსაც" დაუმთავრა მშვენიერი სერია: 9-მატჩიანი წაგებელი, საიდანაც წყალტუბოელებმა 8 მოიგეს და მხოლოდ ერთხელ ითამაშეს ფრედ.

23-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავას აქტიურობასა და ომარ პატარკაციშვილის ხელით თამაშს მოჰყვა პენალტი, თუმცა "საბურთალომ" ეს ვერ გამოიყენა: შეიკნე სილას დარტყმული ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია და დამატებაზე გიზო მამაგეიშვილსაც აუღო.

თუმცა გავიდა ორიოდე წუთი და გიზო მამაგეიშვილის პასს მოჰყვა ლევან ნონიკაშვილის ზუსტი დარტყმა - 1:0. მეორე ნახევარში კი სილამ მაინც გაუტანა "სამგურალს" და ეს მალელის მეექვსე გოლია სეზონში.

71-ე წუთზე ჯინჯოლავამ მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით 3:0 გახადა ანგარიში. ეს საბურთალოელთა მარცხენაფლანგელის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ბოლო წუთებში კიდევ გავიდა გოლები. ჯერ ლუკა სილაგაძემ სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა ჩახვეული დარტყმით...

მერე "სამგურალმა" მოახერხა ანგარიშის შემცირება: შეცვლაზე შესულმა ლადო ჩიხრაძემ კარგად შეასრულა - 4:1... ეს ჩიხრაძის მეექვსე გოლია სეზონში.

და ბოლოს ზაზა ციცქიშვილმაც მშვენიერი გოლი მიითვალა: ორ მცველს გასცდა, პაუზა და ცაციით დაბალ კუთხეში. ჯინჯოლავას მსგავსად, ციცქიშვილმაც პირველად გაიტანა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წლევანდელ სეზონში.

საბოლოოდ 5:1. "საბურთალო" "სამგურალს" გაუთანაბრდა ქულებით და ბურთების შეფარდებით გაუსწრო.

დილა 1:0 გაგრა

გორის "დილამ" კონგოელი რომარიკ ეტოუს გოლით მოუგო "გაგრას". საჯარიმო დაინიშნა, რევაზ ჩიტეიშვილმა ჩააწოდა, იქ ნიკა გაგნიძემ თავით მეკარის ბაქანთან გადააგდო ბურთი და ეტოუმ დასწრებაზე გაიტანა.

კიდევ იყო მომენტები, სულაც ბოლო წამებზე "გაგრას" ნახევარმცველმა ჩაგანავამ ხარიხას მოარტყა ბურთი.

"დილას" 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ამ 8-დან 6 შეხვედრა მოიგო. ანდრი დემჩენკოს გუნდი მეხუთე ადგილზეა, მაგრამ მეორეადგილოსანს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

"გაგრა" კი მეშვიდე საფეხურზეა.

დინამო ბთ 2:0 თელავი


"დინამო ბათუმმა" ჯოვინო ფლამარიონის დუბლით სძლია "თელავს" - 2:0. ბათუმელები სამქულიანი ფორით ლიდერობენ.

ჯოვინომ ორივე გოლი მუსა კონატეს პასით გაიტანა. ბრაზილიელს 11 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში პირველია.

"თელავს" რაც შეეხება, მერვე ადგილზე დარჩა.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 26 /
თქვენ ეხლა ჰეითერებს რო დაგყვეთ და ამოგიტრიალოდ ყველაფერი ხომ ხართ ღირსი. ჯერ ერთი ქუთაისელი არ ვარ დაბადებული გაზრდილი ვარ სამეგრელოში ვსწავლობდი ქუთაისში და ვმუშაობდი მაგრამ მიყვარს ტორპედო მთელი გულით კი ეს სიმართლეა არასწორებო.
M33
25 მაისი 2023 18:53
1
ტორპედომ ისეთი გიქნათ საშვილიშვილოდ გეყოფათ. ორჯერ გადამწყვეტ შეხვედრაში შეგიყვანათ ინსაიდ, და ესეც საკმარისია ამ ეტაპზე 2002 და აგერ 2017 წელს თუ აღარ გახსოვთ ეს ჩვენ გვახსოვს სამაგიეროდ. იქეთ კიდე სულ კომბალი გირტყათ ფარერერმა ფერმერებმა ხმას როგორ იღებთ საერთოდ თქვენ დდ: ყველაზე უსამართლო გუნდი დედამიწის ზურგზე რომელსაც პირადი მსაჯები გემსახურებიან. მიტომ ვერ გიტანენ საქართველოს ვერცერთ წერტილში სადაც ფეხბურთს უყურებენ სიმართლეს ვერ გაექცევით. მესმის მტკივნეულია სიმართლის მოსმენა მაგრამ თქვენ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი გაქვთ და გახსენებენ უბრალოდ ჭეშმარიტებას.
M33
25 მაისი 2023 18:47
0
Დიდი ხანია საქვეყნოდ არ გიტირიათ თქვენ გუნდს ცხელი შოთის პურის ფული რო არა ჰქონდა და მშივრები დალასლასებდნენ თქვენი ფეხბურთელები?
M33-ს
25 მაისი 2023 16:22
1
ვხედაავ მეცხვარეეეს დდ:. დინამომხოლოდ ერთია და მხოლოდ ბათუმი. ჩაგხიათ მეცხვარეებმა საწყლებო და იგონებს ეს ხალხი? ბათუმს ტორპედოს და იგივე დილას როგორ ედრებით თუ არ გრცხვენით ამ ქალაქებში პრინციპულ შეხვედრებში სულ ივსება ტრიბუნები თბილისში კი დინამოს სტადიონზე უფრო მეტი გადამფრენი ფრინველია ვიდრე გულშემატკივრები დდ:
ფირუზ
25 მაისი 2023 18:40
1
Შენ დინამოზე ფიქრს თავი დაანებე და წორპეეეეეეეეეედოოოო-ზე იფიქრო გირჩევია,გორის დილადან და სამგურალი თელავით დამთავრებული ყველა რო გიტარებთ პორნოგრაფიას მაგაზე იფიქრე.
Გულშემატკივრობაც კი აუტანელი გაქვთ.ეს ხმის გამაძლიერებელით სასოწარკვეთილი ხავილი-ტორპეეეეეეეეედოოოო-რა არის სად ისწავლეთ?
Მარტვილის მერანთან ჩატარებული თამაშის მერე მსაჯებზე ხმას როგორ იღებ? Ან რაც ფედერაციამ თქვენი ლიგაში დატოვების გამო,ყველა დაწერილი და დაუწერელი კანონი რო დაარღვია,თავს გარეთ როგორ ყოფთ????
M33-ს
25 მაისი 2023 16:17
1
Მთელი აღმოსავლეთი როგორ გაგინებთ ჰერეთიდან დაწყებული დღიდან საქართველოს დაარსებისა აბა ერთი ეგ მოგასმენინათ.
...-ს
25 მაისი 2023 16:10
1
ისე თავს როგორ იპუსტიაკებთ თუ არ გრცხვენიათ გულის სიღრმეში ხომ კარგად იცით ვის აგინებენ ყველაზე მეტს საქართველოში. ჩემი შენ გითხარიო შენზეა ნათქვამი.
...
25 მაისი 2023 19:12
0
Შენ დამატებით დროს უყურებდი ალბათ მხოლოდ.დინამო ხომ ბანძია და ბანძია და შენ ტორპედოს თამაში მოგწონს???ვერ ამჩნევ რა ამაზზრზენ ფეხბურთ თამაშობს ეგ შენი ტორპედო?თქვე ლიგაში მსაჯების და ფედერაციის დიდი ძალისხმევით დარჩენილო გუნდო თქვენა.მარტვილის მერანთან თამაშის მერე მსაჯებზე როგორ ლაპარაკობთ საერთოდ?
Გიორგი-ს
25 მაისი 2023 16:07
1
Შენ ის კაირა ხარ სან ფრაცისკოში რო ცხოვრობ?შე სიზმარა შენა.სან ფრანსისკო რუკაზე მაინც იცი სად არის?შე სათვისტომოს დამაარსებელო შენა ჰაა...მთვარეზე ან მარსზე არ დაგავიწყდეს სათვისტომოს გახსნა.
Კაირა-ს
25 მაისი 2023 16:02
1
თქვენ ვინც ამ კომენტარებს ატარებთ და აქვეყნებთ ღირსები ხართ სამაგალითოდ გაგაბახონ დინამოს გულშემატკივრებმა და ჩაგიტარონ პორნოგრაფია. და თუ ამ კომენტარს არ დადებთ მანდ მოვალ და ადგილზე ჩაგიტარებთ ამ ყველაფერს
საიტის ადმინისტრაციას
25 მაისი 2023 14:28
3
მთელი სოც ქსელები და მთელი დასავლეთ საქართველო გაგინებთ რიხის გვირაბიდან დაწყებული გონიოთ დამთავრებული მარტო ეს მომენტი არა ნუ აღმოსავლეთშიც არ გაკლებენ. დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ეს კლუბი ასოცირდება ყოველგვარ სიბინძურესთან და უსამართლობასთან რატომ გწყინთ სხვას უსამართლოდ რომ ექცევით თქვენი ჯიბის მსაჯებით მიტომ გიბრუნდებად სიძულვილი ასმაგად.
...
25 მაისი 2023 15:37
2
კაირას!!! ის რაც ჯენერო ხორავამ ტორპედოსთან შეხვედრაში გააკეთა, დინამოს რომ შემთხვეოდა იტყოდნენ თავიდან ასხლეტილი ბურთი დაეცაო ხელზე, მაგრამ ეს მხოლოდ დინამოს პრივილეგიაა და სხვა გუნდებზე არ ვრცელდება!!! ისე, სხვათაშორის დამატებული დროც გასული იყო!!!!ქართული ფეხბურთის დამაზიანებლები ხართ თქვენი მსაჯებიანად!!!
გიორგი
25 მაისი 2023 14:16
1
ანიმაციის რა მოგახსენო მეგობარო მაგრამ დინამოს რო +18 პორნოგრაფიას უტარებენ ევროტურნირებზე ეს ცნობილია.
M33
25 მაისი 2023 13:02
1

სიახლეები პოპულარული