"შუქურა" მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა დატოვა, - ამის თაობაზე ინფორმაციას ქობულეთური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
"ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უჩა სოსიაშვილმა ქობულეთის "შუქურა" დატოვა. კლუბმა დააკმაყოფილა მთავარი მწვრთნელის თხოვნა და მოხდა მხარეებს შორის კონტრაქტის გაწყვეტა.
მადლობას ვუხდით უჩას გუნდში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალში.
ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას უახლოეს პერიოდში გაცნობებთ".