გაგი მარგველაშვილი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
დინამო თბილისმა გაგი მარგველაშვილი დაიმატა, ქართველი ცენტრალური მცველი თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა.

გაგი მარგველაშვილის ბოლო კლუბი ჩრდილოეთ მაკედონიური შკუპი გახლდათ, სადაც გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. შკუპის გარდა, სხვადასხვა დროს მარგველაშვილს თბილისის საბურთალოსა და ბათუმის დინამოში უთამაშია. იგი საქართველოს ორ გზის ჩემპიონი და ერთგზის თასის მფლობელია.

რაც შეეხება მარგველაშვილის სანაკრებო კარიერას, ცენტრალურ მცველს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
ძალიან უნიჭო ფეხბურთელია. ვინ ჭკვიანმა მოიფიქრა მისი ტრანსფერი?
ვააახ
00:57 26-07-2023
0
ამდენი წელია ამის ფეხბურთი ვერსად ვერ ვნახე. ძალიან ცუდი მცველია ვერასოდეს ვერ ხვვდებოდი რის გამო აპიარებდნენ ასე. ხვადაგიანი, კალანდაძე როცა გყავს თუ გაყიდვას არ აპირებს ფიფია ევროპის მერე რა დროს მარგველაშვილია. სათადარიგოსთვის კიდე შეიძლება
kicha
12:32 23-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული