საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს, - ამის თაობაზე ინფორმაციას აჭარული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
წიტაიშვილის კონტრაქტი კიევის "დინამოს" ეკუთვნის და ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" იჯარის წესით ითამაშებს.
გიორგი გასულ სეზონში "ლეხში" ასპარეზობდა, რომლის რიგებში ექსტრაკლასას 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბათუმის "დინამო" ეროვნული ლიგის ლიდერია და კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანას" შეხვდება.