წიტაიშვილი კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს, - ამის თაობაზე ინფორმაციას აჭარული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

წიტაიშვილის კონტრაქტი კიევის "დინამოს" ეკუთვნის და ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" იჯარის წესით ითამაშებს.

გიორგი გასულ სეზონში "ლეხში" ასპარეზობდა, რომლის რიგებში ექსტრაკლასას 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბათუმის "დინამო" ეროვნული ლიგის ლიდერია და კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 28 /
ამ კაცს კარგ ჩემპიონატში ველოდი და გავოცდიი,ალბათ ამ ეტაპზე ასე სჯობს თვითონ რაღამც გადაწყვიტა, ღმერთმა ხელი მოუმართოს,ისე დინამო თბილისის მაგრად მიკვირს ასეთ ტრანსფერებს რომ ვერ ახერხებს და ყველა ბათუმში მიდის.
Givi
18:41 04-07-2023
0
ეგრე რა! ლეხი არა მამაძაღლი
გადასარევი გიორგი
20:47 04-07-2023
2

სიახლეები პოპულარული