"ექვსნიშნა ხელფასს სთავაზობდნენ" - ამის მიუხედავად, შოტლანდიის პრემიერლიგაში მოთამაშე ფორვარდმა ქუთაისის "ტორპედოს" უარი უთხრა

AutoSharing Option
Daily Record-ის ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედო" 24 წლის შოტლანდიელი ფორვარდის, ბრიუს ანდერსონის გადაბირებას ცდილობდა, რაც არ გამოუვიდა.

ახალგაზრდა თავდამსხმელი ამჟამად ადგილობრივი პრემიერლიგის ბინადარ "ლივინგსტონის" ღირსებას იცავს. მან გასულ სეზონში 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.

"ლივინგსტონის" მთავარი მწვრთნელის, დევიდ მარტინდეილის თქმით, მათ ფეხბურთელს "მწვანე შუქი" აუნთეს და უფლება მისცეს, სათამაშოდ ჩვენს ქვეყანაში წამოსულიყო, თუმცა ეს თავად ანდერსონმა არ ისურვა და თქვა, რომ კარიერის გაგრძელების ვარიანტს საქართველოში ვერ ხედავს.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "ტორპედო" 24 წლის ფორვარდს 6-ნიშნა
ხელფასს სთავაზობდა.

ანდერსონს კარიერის ძირითადი ნაწილი შოტლანდიის პრემიერლიგაში აქვს გატარებული. ის წარსულში "ელგინ სიტის", "აბერდინის", "დანფერმლაინის", "აირისა" და "ჰამილტონის" ღირსებასაც იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩვენს ქვეყანაში მაღალ ხელფასზე მხოლოდ ჩვენზე "ბანძი" ქვეყნიდან გადმოვლენ რომ ტრამპლინად გამოიყენონ. თუ პურის ფული აქვს შოტლანდიელი აქ რატომ უნდა გადმოვიდეს?
შეტევა
07 ივლისი 2023 07:02
2
ქუთაისის ტორპედოს ძლიერი სპონსორები ჰყავს და ვისი რა საქმეა რამდენს გადაუხდიან, შემდეგი ტრანსფერი შეიძლება მხითარიანი იყოს. ის ნამდვილად დათანხმდება
მეზღვაური
07 ივლისი 2023 05:33
4
30 მატჩში რომ 6 გოლს გაიტანს რა დიდი მიღწევაა ერთი გამაგებინეთ რა,თან შოტლანდიის ჩემპიონატში.ორი გუნდია,დანარჩენი საშუალოზე დაბალი.ეხლა ჩვენს კი ჯობია,რაზეა ლაპარაკი,მაგრამ მე იმას ვიძახი,სად პოულობთ ასეთ ლეგიონერებს და პლიუს ამხელა ფულს სთავაზობთ.
კახა ქ.
07 ივლისი 2023 00:54
0
ფული ჩვენ ქართველებს გვაშტერებს, შოტლანდიელებს კი არა.დდდ რა უნდა ამ პარჩაკ ჩემპში.
ეეე
06 ივლისი 2023 22:58
2
Maxsovs elistis "uralani" maradonas epatijeboda da im droistvis zgaprul xelfass pirdeboda. Gasagebia maradona iyo. Es vin chemi sirikoa rom am gagletil saqartvelos chempionatshi eqvsnishna xelfasi gadauxado. Amdeni tu aqvs "torpedos" akademia gaaketos da talantebi gazardos. Es ertjeradi salfetqi rashi chirdeboda gaugebaria.
.........
06 ივლისი 2023 22:57
0
მშიერი ბავშვები და მოხუცები?
??
06 ივლისი 2023 23:53
2
მაგას არ ჯობია, ჩაწყობით რომ ყავთ დაპაჭკული ფესბურთელები, ვინმე ეზოდან აიყვანონ პრესპექტიული ახალგაზრდა და 100,000 მისცენ? დარწმუნებული ვარ რომ 5 მასეთი რომ შეარჩიონ, იმ წელსვწე მოიგებენ ჩემპიონობას.
sruli sisulele
06 ივლისი 2023 21:22
3
30 თამაშში 6 გოლი არაფერი მაჩვენებელი არაა და რაში სთავაზობდით 100 000-ს ან მეტს?
გაგებაში არ ყოფილა ტორპედოს ხელმძღვანელობა არც სელექციის და არც მარკეტინგის.
ქომაგი
06 ივლისი 2023 19:29
2
საქართველოში ყველა საფეხბურთო კლუბმა ვისაც ამდენი შემოსავალი აქვთ, უბრალოდ გადაკეთდნენ რაიმე საწარმოდ და სასარგებლო პროდუქტი გამოუშვან და ის ფეხბურთელები საწარმოში დაასაქმონ. ბევრად მეტ სარგებელს მოიტანენ ქვეყნისთვის. არ არის ფეხბურთი საქართველოს საქმე.
ნოდარი
06 ივლისი 2023 17:29
27
სულელის მეტი არავინ ჩამოვა საქართველოს ჩემპიონატში სათამაშოდ. მაგარი დებილი უნდა იყო რომ ითამაშო საქართველოში,რაც გინდა 6 ნიშნა და 7 ნიშნა შესთავაზონ
ჰაიკკკკკ
06 ივლისი 2023 17:17
20
ჰაიიიკ )) კლიჩკაზე გეტყობა,შენ 2 ლარზე გამოიქცევი ცავატანევ )))))))
დავითი
06 ივლისი 2023 19:04
5
100 000 აი ეს არის ექვსი ნიშანი. თვეში, წლიურად თუ დღიურად, ლარს, დოლარს თუ ევროს, რას უნიშნავდდნენ.
ბადრი
06 ივლისი 2023 16:54
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული