"ექვსნიშნა ხელფასს სთავაზობდნენ" - ამის მიუხედავად, შოტლანდიის პრემიერლიგაში მოთამაშე ფორვარდმა ქუთაისის "ტორპედოს" უარი უთხრა

AutoSharing Option
Daily Record-ის ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედო" 24 წლის შოტლანდიელი ფორვარდის, ბრიუს ანდერსონის გადაბირებას ცდილობდა, რაც არ გამოუვიდა.

ახალგაზრდა თავდამსხმელი ამჟამად ადგილობრივი პრემიერლიგის ბინადარ "ლივინგსტონის" ღირსებას იცავს. მან გასულ სეზონში 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.

"ლივინგსტონის" მთავარი მწვრთნელის, დევიდ მარტინდეილის თქმით, მათ ფეხბურთელს "მწვანე შუქი" აუნთეს და უფლება მისცეს, სათამაშოდ ჩვენს ქვეყანაში წამოსულიყო, თუმცა ეს თავად ანდერსონმა არ ისურვა და თქვა, რომ კარიერის გაგრძელების ვარიანტს საქართველოში ვერ ხედავს.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "ტორპედო" 24 წლის ფორვარდს 6-ნიშნა
ხელფასს სთავაზობდა.

ანდერსონს კარიერის ძირითადი ნაწილი შოტლანდიის პრემიერლიგაში აქვს გატარებული. ის წარსულში "ელგინ სიტის", "აბერდინის", "დანფერმლაინის", "აირისა" და "ჰამილტონის" ღირსებასაც იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 22 /
დეეგდე სადაც ხარ, 6 გოლს მეც გავიტანდი 30 თამაშში
რაბუ
14:40 06-07-2023
0
საქართველოში ყველა საფეხბურთო კლუბმა ვისაც ამდენი შემოსავალი აქვთ, უბრალოდ გადაკეთდნენ რაიმე საწარმოდ და სასარგებლო პროდუქტი გამოუშვან და ის ფეხბურთელები საწარმოში დაასაქმონ. ბევრად მეტ სარგებელს მოიტანენ ქვეყნისთვის. არ არის ფეხბურთი საქართველოს საქმე.
ნოდარი
17:29 06-07-2023
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული