"550 000 ევროს სთავაზობენ" - გორის "დილა" ევროტურნირების წინ, შესაძლოა, ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩეს

AutoSharing Option
ბარბადოსელი ჟურნალისტი ანმარ გოდრიჯი-ბოისი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბულგარული "ლევსკი" გორის "დილას" 21 წლის ბარბადოსელი ფორვარდის, ტიერი გეილის სანაცვლოდ 550 000 ევროს სთავაზობს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ქართული კლუბის ერთ-ერთი ლიდერია და მან წლევანდელი ეროვნული ლიგის 19 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო.

ის გორელთა რიგებში 2022 წელს უნგრული "ჰონვედიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

შეგახსენებთ, რომ "დილას" მეტოქე კონფერენს ლიგაზე სლოვაკური "დუნიასკა სტრედა" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
დილა არის ერთადერთი გუნდი,რომელსაც ასე თუ ისე ნორმალური ლეგიონერები ყავს.
კახა ქ.
01:00 07-07-2023
0
ამ თამაშებში შეუძლიათ გამოიყენონ,მერე კი,ცოტაც დაამატებინონ და გაყიდონ.თუ პერსპექტიულო შემცვლელი უკვე ჰყავთ,პრობლემა აღარ იქნება.მომდევნო სეზონისათ ვის,ისიც უკვე მომზადებული მივა.რაკი საქართველოს მიმართ ყურადღება გაიზარდა,ნიჭიერი ახალგაზრდების საქართველოში წამოყვანა,მათთვისაც მომგებიანი გახდება და ჩვენი კლუბებისთვისაც.რა თქმა უნდა ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის ევროპული ტრასის გაკვალვაც მომგებიანი და გაადვილებული გახდება.წინა კაცი,უკანა კაცის ხიდიაო!კვარა,მამარდა და მათთან ერთად,ახლა უკვე მიქაუტაძე და ზურიკოც,სწორედ ამ ხიდად გადაიქცნენ.
სოსო
21:17 06-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული