სტატიის ავტორ ჟურნალისტ დენის ბოგდანოვს მიაჩნია, რომ ქართულ კლუბს ფრის შანსიც მიზერული აქვს.
"გასულ სეზონში "ასტანამ" ღირსეულად იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. "ყვითელ-ლურჯებისთვის" ეს წარმატება ადვილი არ იყო, რადგან მეორე ადგილზე მყოფ "აქტობეს" მხოლოდ 1 ქულით გაასწრო.
ახლა, 14 ტურის შემდეგ, გრიგორი ბაბაიანის გუნდი ცხრილში მეორეა და პირველ ადგილზე მყოფ "ორდაბასის" მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩება.
კონკურენტ ბათუმის "დინამოსთან" ბრძოლა სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა. წელს კი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მე-4 ადგილზეა და ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება.
"ასტანა" საერთაშორისო ტურნირებზე ძალიან გამოცდილი და მებრძოლია. ისინი ყოველწლიურად იღებენ კვალიფიკაციაში მონაწილეობას.
"ყვითელ-ლურჯები" შინ განსაკუთრებულად კარგად თამაშობს და უდავოა, რომ დღესაც ფავორიტები არიან. გვეეჭვება, "დინამოს" ფრის შანსი მაინც ჰქონდეს", - წერს vseprosport.ru.
შეგახსენებთ, დღევანდელი ყაზახურ-ქართული დაპირისპირება თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.