ბათუმის "დინამოს" ფანკლუბი განცხადებას ავრცელებს.
"ვინაიდან და რადგანაც "დინამო ბათუმის" მთავარმა მწვრთნელმა და ხელმძღვანელობამ არ მიიღო ჩვენი აზრით გონივრული გადაწყვეტილება, საჭიროდ ჩავთვალეთ, პირველებს ისევ ჩვენ გვემოქმედა.
კლუბის ხელმძღვანელობასთან და სტაფის წარმომადგენელთან შეხვედრა "ტირანასთან" მატჩის შემდგომ, მეორე დღესვე გავმართეთ. მიღებული პასუხები ჩვენთვის არადამაჯერებელი და მიმდინარე რეალობასთან აცდენილი იყო, თუმცა მოვითათბირეთ და გუნდისთვის გონივრული ვადის მიცემა გადავწყვიტეთ, შედეგად კი ვეტერანებთან შეხვედრა გვთხოვეს. აქვე დიდი პატივისცემა ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, თუმცა შეხვედრას შეხვედრისთვის არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ.
2011 წელს, როდესაც ფანკლუბი ფუძნდებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, თუ ამ ფრაზის დაწერა მოგვიწევდა - პირატები ვტოვებთ ტრიბუნას! ვტოვებთ, ვიდრე მთავარი მწვრთნელი არ დაგვემშვიდობება.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ - თუკი ვინმეს სურვილი აქვს მივიდეს სტადიონზე, უმორჩილესად გთხოვთ - პირატების ატრიბუტიკის გარეშე!".
წყარო: Black sea pirates - Dinamo Batumi Fan-Club
ბათუმი და ფოთი ქართული ფეხბურთის ისტორიის საწყისია.
იბრაიმ სარჯველაძით და ბორის ფროლოვით ვიწყებდით.
მერენდელი ყველამ იცით.
უკვე ბევრის მნახველს გულით მიხაროდა, როცა გულშემატკივართა ეს ჯგუფი გამოჩნდა.
სიტყვა პირატები არავითარ უხერხულებას არ ქმნის, უხდება კიდეც!
იმედი ჩამესახა, ქართული ფეხბურთს აღორძინება თუ უწერია, ბათუმიდან იწყება-მეთქი.
მერე ვის ხელში ჩავარდა გუნდი? ფეხბურთი ყომარად აქციეს, ისტორია და ხალხი კი ფეხებზე დაიკიდეს.
მიდით „პირატებო“! მე თქვენსკენ ვარ და ჩემისთანები კი ათი და ასიათასობითაა!
სამწუხაროდ რეალობა ისაა, რომ როგორც უკრაინაში ვერ მონახეს კიევის დინამოსთვის უკრაინელი მწვრთნელი ლობანოვსკის შემდეგ (მირჩა ლუჩესკუა), ისე აქ, საქართველოში არიან დაბალი კვალიფიკაციის მწვრთნელები. მსაჯები თითზე ჩამოსათვლელია!
ერთადერთი მაღალი დონის ქართველი საკლუბო მწვრთნელი დღეს ომარ თეთრაძეა!