განახლდა... ფრე "დავით პეტრიაშვილზე", 5:0 ბათუმში

AutoSharing Option
ორთვიანი შესვენების შემდეგ განახლდა ეროვნული ლიგა. ორი მატჩი გაიმართა და ლიდერმა "დინამო ბათუმმა" მეზობელ ქობულეთის "შუქურას" 5:0 მოუგო, ხოლო "გაგრამ" და "სამგურალმა" გამარჯვებული ვერ გამოვლინეს - უგოლო ფრე...

რა თქმა უნდა, ორივე შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო.

გაგრა 0:0 სამგურალი

უგოლო ფრე. ეს "გაგრასთვის" მეხუთე 0:0-ია სეზონში. "სამგურალისთვის" კი ბოლო ხუთ შეხვედრაში მეოთხე ფრეა.

წყალტუბოელები მესამე ადგილზე არიან, "გაგრა" კი მეშვიდეზეა. აღვნიშნოთ ისიც, რომ გიორგი ონიანს დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ლიგაში "გაგრას" მწვრთნელის რანგში. და ზაქარია ბეგლარიშვილმა დიდხნიანი
შესვენების მერე პირველად ითამაშა საქართველოს ჩემპიონატში...

დინამო ბთ 5:0 შუქურა

ლიდერმა "დინამო ბათუმმა" პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში კიდევ ოთხი გოლი გაიტანა და საბოლოოდ 5:0 სძლია ქობულეთის "შუქურას".

ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით დააწინაურა თავისიანები. ეს მისი მე-9 გოლია სეზონში და აქედან 7 პენალტით მიითვალა.

მეორე ნახევარში მამუჩაშვილის პასს მოჰყვა ირაკლი ბიძინაშვილის გოლი; მერე შეტევაში ჩართულმა კაპიტანმა მამუკა კობახიძემ ვარდნაში ცაციით დაარტყა ზუსტად და 3:0;

ყველაზე ლამაზი ალბათ მეოთხე გოლი გამოდგა. კომბინაცია, გიორგი ზარიას ბოლო პასი და მათე ვაწაძემ მეკარის მოტყუების მერე გაიტანა.

ბოლოს კი ლევან ხარაბაძემ სადებიუტო გოლი მიითვალა ბათუმელთა მაისურით - 5:0.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, თუმცა მეორეადგილოსან "საბურთალოს" ტურში სათამაშო აქვს. "შუქურა" კი მერვე ადგილზეა.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
Თუ ვინმე კიᲗხულობს იცოდეᲗ "Შუქურა" წყვეტს ვარჯიᲨს!
"Შუქურა"
21:36 07-08-2023
0
განახლდა!!!!!! ასე უნდა დაგეწერათ აბა მიდით ლომებო იბურთავეთ ახლ აოფლის ორღობეებში და უყურეთ ტელევიზორში კლაკსვიკებს, რედ ლიმპსებს, ბალკანებს, ტობოლებს, გაბალებს, ურარტუებს და მოკლედ ვისაც გინდა სულო და გულო.
იბერია
10:14 07-08-2023
0

სიახლეები პოპულარული