რა თქმა უნდა, ორივე შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო.
გაგრა 0:0 სამგურალი
უგოლო ფრე. ეს "გაგრასთვის" მეხუთე 0:0-ია სეზონში. "სამგურალისთვის" კი ბოლო ხუთ შეხვედრაში მეოთხე ფრეა.
წყალტუბოელები მესამე ადგილზე არიან, "გაგრა" კი მეშვიდეზეა. აღვნიშნოთ ისიც, რომ გიორგი ონიანს დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ლიგაში "გაგრას" მწვრთნელის რანგში. და ზაქარია ბეგლარიშვილმა დიდხნიანი
დინამო ბთ 5:0 შუქურა
ლიდერმა "დინამო ბათუმმა" პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში კიდევ ოთხი გოლი გაიტანა და საბოლოოდ 5:0 სძლია ქობულეთის "შუქურას".
ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით დააწინაურა თავისიანები. ეს მისი მე-9 გოლია სეზონში და აქედან 7 პენალტით მიითვალა.
მეორე ნახევარში მამუჩაშვილის პასს მოჰყვა ირაკლი ბიძინაშვილის გოლი; მერე შეტევაში ჩართულმა კაპიტანმა მამუკა კობახიძემ ვარდნაში ცაციით დაარტყა ზუსტად და 3:0;
ყველაზე ლამაზი ალბათ მეოთხე გოლი გამოდგა. კომბინაცია, გიორგი ზარიას ბოლო პასი და მათე ვაწაძემ მეკარის მოტყუების მერე გაიტანა.
ბოლოს კი ლევან ხარაბაძემ სადებიუტო გოლი მიითვალა ბათუმელთა მაისურით - 5:0.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, თუმცა მეორეადგილოსან "საბურთალოს" ტურში სათამაშო აქვს. "შუქურა" კი მერვე ადგილზეა.
erovnuliliga.ge