წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ბათუმის "დინამოს" ახალი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდეს.

მოგეხსენებათ, გუშინ ამავე წყარომ გვამცნო, რომ გია გეგუჩაძემ ზღვისპირელთა დამრიგებლის პოსტი დატოვა, თუმცა კლუბს ეს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

ახლა კი ვიგებთ, რომ ბათუმელები ახალ მესაჭედ რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, ჭიაბრიშვილი მთავარი კანდიდატია, გუნდსა და მწვრთნელს შორის კონტაქტი უკვე შედგა. მხარეები საბოლოო დეტალებს ათანხმებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილმა 4 აგვისტოს დატოვა თბილისის "დინამო" და უქმობა 2 კვირაზე ოდნავ მეტი მოუწია.
მკითხველის კომენტარები / 55 /
ზღვარ გადასულია უკვე ამ ქვეყანაში ყველაფერი !!! უბრალოდ სამარცხვინოა
beqa
21 აგვისტო 2023 11:51
3
გეგუჩაძე თბილისის დინამოში დანიშნონ და ეგაა
გიორგი
21 აგვისტო 2023 11:53
1
თანდათან უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ჩვენი საკლუბო ფეხბურთის საშველი უბრალოდ არაა. აღარ ვიცი ეს ცირკია თუ რა არის.ეხლა ადგებიან და გეგუჩაძეს დანიშნავენ დინამო თბილისის მწვრთნელად და ერიჰააააა.....
თომა
21 აგვისტო 2023 11:44
0
ესენი მართლა ვერ არიანნნნნნნ.....
შულაია
21 აგვისტო 2023 11:50
0
რას დაატარებთ ამ ხალხს წინ და უკან? ორივე ერთად დანიშნეთ სადმე ერთ კლუბში და იქნებ ამან მაინც გაამართლოს..
David
21 აგვისტო 2023 11:46
1
Davit jigaro orive ertad iyvnen ukve zestafonis mwvrtnelad wlebis win da ravici gagigia rame zestafonze rogorc gundzee?? Sul chadzires ert dros ambiciuri zestafoni, faqtia 4-ligashia mgoni,
Gel-100
21 აგვისტო 2023 15:03
0
მეწყინა :((( ბათუმისთვის უკეთესი მწვრთნელია საჭირო!
Qartveli888
21 აგვისტო 2023 11:08
2
კარუსელი,ტფუი...
ქობულეთიდან
21 აგვისტო 2023 11:04
1
ცირკია ცირკი
სიკვდილი მოღალატეებს
21 აგვისტო 2023 10:58
1
ვუსამზიმრებ ბათუმის დინამოს. არც პიროვნული და არც სამწვრთნელო თვისებები არ გააჩნია ჭიაბრიანს!
akademia
21 აგვისტო 2023 12:46
2
რატომ გონია ბათუმის პრეზიდენტ ბერიძეს რომ თბ დინამოდან ზუსტად იგივე მიზეზით წასულ მწვრთნელს აჭარლები სიხარულით დახვდებიან? სულ რო არაფერი დინამოს მწვრთნელი იყო ეგრე გეგუჩაძესაც მეტი კი არაფერი "დაუშავებია" :D
ნოდო
21 აგვისტო 2023 11:22
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული