მოგეხსენებათ, გუშინ ამავე წყარომ გვამცნო, რომ გია გეგუჩაძემ ზღვისპირელთა დამრიგებლის პოსტი დატოვა, თუმცა კლუბს ეს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
ახლა კი ვიგებთ, რომ ბათუმელები ახალ მესაჭედ რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, ჭიაბრიშვილი მთავარი კანდიდატია, გუნდსა და მწვრთნელს შორის კონტაქტი უკვე შედგა. მხარეები საბოლოო დეტალებს ათანხმებენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილმა 4 აგვისტოს დატოვა თბილისის "დინამო" და უქმობა 2 კვირაზე ოდნავ მეტი მოუწია.