გადაწყვეტილება შეიცვალა - ბათუმის "დინამოს", სავარაუდოდ, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი, სავარაუდოდ, გორის "დილას" ამჟამინდელი დამრიგებელი ანდრეი დემჩენკო გახდება.

Geo Team-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზღვისპირელები რამდენიმე სპეციალისტთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და მათგან ფავორიტი გიორგი ჭიაბრიშვილი იყო.

რამდენიმე წუთის წინ კი იმავე წყარომ დაწერა, რომ ბოლო საათებში ბათუმელები უკრაინელ მენეჯერთან მოლაპარაკებებში დაწინაურდნენ, დღესვე მას პირად კონტრაქტსაც გადაუგზავნიან და ახლა კლუბის ჩაბარების მთავარი კანდიდატი სწორედ ისაა.

დემჩენკოს "დილასთან" შრომითი ხელშეკრულება აკავშირებს, ამიტომ "დინამოს" გორელებისთვის გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს.

Geo Team-ი წერს, რომ გიორგი ჭიაბრიშვილსა და ბათუმის "დინამოს" შორის მოლაპარაკებები
მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ჩანს, აჭარლების პირველი არჩევანი უკრაინელი მწვრთნელია. საბოლოო გადაწყვეტილებას თავად დემჩენკო მიიღებს.

altწასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

მკითხველის კომენტარები / 35 /
აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბათუმის "დინამო"-ს ხელმძღვანელობის უუნარობა და სიძუნწე.ეტყობა მათი თვალსაწიერი ეროვნულ ლიგას ვერ ცდება. იმის მაგივრად რომ ვინმე კვალიფიციური მწვრთნელი მოეყვანათ, როგორც გააკეთა "ტორპედო"-მ ან მანამდე გორის "დილა"-მ და "საბურთალო"-მ ჭიაბრიშვილთან დაიწყეს მოლაპარაკება. იაფად უნდათ გამოსვლა და იმიტომ. მასეთი იაფი და იორღა გეგუჩაძეც გყავდათ. ახლა დემჩენკოს მიადგნენ ისე რომ გორის "დილა"-ს ხელმძღვანელებისგან ნებართვა არც აუღიათ, რაც სულ მცირე უპატივცემულობა სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ(იურდიულად ალბათ დარღვევეაა). ჯერ მარტო მაგიტომ უნდა დაჯარიმდენენ. დემჩენკოს დიდი პატივისცემა ჩემგან. რაც მაგან "დილა"-სთვის გააკეთა და ვფიქრობ ბათუმში კიდევ უფრო წარმოაჩენდა თავის უნარებს, მაგრამ არ ვიცი რამდენად სწორი და პატრიოტული გადაწყვეტილებაა გააძლიერო ერთი ქართული კლუბი მეორეს დასუსტების ხარჯზე?
ნეიტრალური გულშემატკივარი!
21 აგვისტო 2023 20:26
1
კარგი და ისტოეიული გადაწყვეტილებაა, დინამო ბათუმისთვის და თავად დემჩენკოსთვის. დარწმუნებული ვარ ბევრად შორს წავა დინამო ბათუმი ევრო ტურნირებზე დემჩენკოსთან ერთად. დინამოოო ბათუმიიი!!
ირაკლი
21 აგვისტო 2023 20:07
10
Ramdenime mwvrtneltan qondat molaparakebebi da matgan favoriti chiabrishviliao giweriat da sainteresoa im danarcheni mwvrtnelebis vinaoba gagemxilat, sasaciloa tu satirali vegar vigeb chiabrishvili ro vinmestan shedarebit favoriti iqneba, sad edzebt mwvrtnelebs 2-3 ligebshii?? An demchenkos ro miadeqit amxela msoflioshi mwvrtneli ver ipovet ro maincdamainc dila ar daasustoot? Dzlivs 3-4 titqmis tanabari donis gundi arsebobs chven chempionatshi da midit gagudet egenic,, tumca dvalishvili da beridze rogor legionerebsac ezidebian igive mwvrtnelebs ipovnian donit da xelaxla tavis mochras eg urchevniat, tieri geilic wamoiyvanet an tbilisis an batumis dinamoebma eg bichi ar ari gasashvebi chveni chempidan tan ukve gamomdgari kadria da 6-tveshi ukan gashveba ar mogiwevt, da bolos Vai tqvens patrons
Gel-100
21 აგვისტო 2023 19:53
2
სოსო ფრუიძე მშვენივრად ათამაშებდა ჩიხურას ევროპაზე, მარა ვის ახსოვს დღეს.
ეეე
21 აგვისტო 2023 19:51
4
ბათუმის დინამოში სლოვაკეთში მიდის სეზონის ბოლოს.
გორელი
21 აგვისტო 2023 19:05
3
რა ნამუსით უნდა აეყვანა ჭიაბრიშვილი ვერ ვხდები, მადლობა პირატებს..!!!!! გეგუჩაძე არ იყო თანამედროვე შემტევი, ვიღაც იტყვის რაც ყავდა იმით უტევდაო, მაგრამ გადახედეთ გორის დილას ტორპედოს საბურთალოს და ნახავთ რა სხვაობაა თამაშის ხარისხში და მონდომებაში, ხელფასები იცოცხლე 2 თვის ერთად ღებულობენ ფუფუნებაში იყვნენე და სირბილიბარ უნდათ, მე გეგუჩაძის აქტიურობა არ დამინახია სათადარიგო სკამიდან იჯდა მარტო და არც ჟურნალისტებთან, როგორიც მდორე ტიპია ისეთ ბეხბურთს თამაშობენ, თბილისის დინამოს იმ წელს დაუცდა ფეხი თუ დააცდენინეს კაცმა არ იცის და გავხდით ჩემპიონები, და სადაც მართლა გამხდარიყო უნდა იქ 9 ქულა ჭოროხს გაატანეს
აჩი
21 აგვისტო 2023 17:44
4
ხალხო სხვა მწვრთნელები არ არსებობს ისევ ერთმანეთის მწვრთნელებს რო დავდევთ? ჩვენი მწვრთნელები ისევ იმ ქვაბში იხარშებიან სადაც ყველა ერთად... სხხვა ქვეყნის მწვრთნელი იმ ქვეყნის ნორმალუური მოთAმაშის ჩამოყვანის შანს ზრდის... პლიუს ახალი შეხედულების გაზიარება ფეხბურთში მაინც ბოლოდან პირველები ვართ ვისაც ვზრდით ყველა გარბის და უნდა გაიქცეს მარა არა ჭ ლიგებში... ეხლა ხო მაინც არის თანხები, ვიცით რომ საკმარისი არასდროსაა მარა ნორმალური მენეჯმენტით აქაც შეიძლება გგამოცხვეს რამე ბოლო ბოლო ფარერებმა ქნეს რაღაც და მარტო ფულის ჭამა რა უბედურებაა...
mitro
21 აგვისტო 2023 17:36
4
ჭიაბრიშვილი? ამათ არ უყვართ ეტყობა თავიანთი კლუბი,
გაკვირვებული
21 აგვისტო 2023 17:07
2
წარმატებები ბათუმის დინამოს. დემჩენკო ნამდვილად შესანიშნავი ვარიანტია. დილას კი დააკლდება დემჩენკო, მაგრამ იმედია არანაკლებ კარგ სპეციალისტს გამონახავს. ასეა, კვალიფიციური მწვრთნელი გაცილებით უფრო მეტად ფასობს.
ლაშა
21 აგვისტო 2023 16:51
4
ჩემი აზრით კი ეს ყველაფერი უაზრო პინ-პონგს გავს, კიდევ გაგრძელდება უშედეგოდ, თუ ძირეული ცვლილებები არ მოხდება, პატარა ასაკიდან არის დასაწყები, უცხოელი მწვრთნელები უნდა ჩამოიყვანონ რეგიონების მიხედვით,შეიძლება მობილურად აკონტროლონ სამწვრთნელო პროცესი, მაგ ბელგიიდან ან ნიდერლანდებიდან. პარალელურად ნიჭიერი ბავშვების მშობლებთანაც ექნებათ სამუშაო, ფსიქოლოგების ჩართულობით, ხომ დამტკიცებულია რომ ჩვენს ახალგაზრდებს მენტალური პრობლემები აქვთ, მოტივაციასთან, პასუხისმგებლობასთან და პროფესიონალიზმის ცნებასთან დაკავშირებით, და არა მარტო მათ, მთელი ქვეყნის დიდი ნაწილს, პოლიტიკოსების ჩათვლით, უფრო სწორედ თამადობით...
გუსანი
21 აგვისტო 2023 16:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული