გადაწყვეტილება შეიცვალა - ბათუმის "დინამოს", სავარაუდოდ, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი, სავარაუდოდ, გორის "დილას" ამჟამინდელი დამრიგებელი ანდრეი დემჩენკო გახდება.

Geo Team-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზღვისპირელები რამდენიმე სპეციალისტთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და მათგან ფავორიტი გიორგი ჭიაბრიშვილი იყო.

რამდენიმე წუთის წინ კი იმავე წყარომ დაწერა, რომ ბოლო საათებში ბათუმელები უკრაინელ მენეჯერთან მოლაპარაკებებში დაწინაურდნენ, დღესვე მას პირად კონტრაქტსაც გადაუგზავნიან და ახლა კლუბის ჩაბარების მთავარი კანდიდატი სწორედ ისაა.

დემჩენკოს "დილასთან" შრომითი ხელშეკრულება აკავშირებს, ამიტომ "დინამოს" გორელებისთვის გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს.

Geo Team-ი წერს, რომ გიორგი ჭიაბრიშვილსა და ბათუმის "დინამოს" შორის მოლაპარაკებები
მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ჩანს, აჭარლების პირველი არჩევანი უკრაინელი მწვრთნელია. საბოლოო გადაწყვეტილებას თავად დემჩენკო მიიღებს.

altწასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

მკითხველის კომენტარები / 35 /
კარგი გადაწყვეტილებაა, მშვენიერი კანდიდატურაა. წარმატებები ბათუმის დინამოს.
WTF
21 აგვისტო 2023 16:07
7
კაი მწვრთნელია,მაგრამ მფლობელისგანაც ხელშეწყობა უნდა ნორმალური კადრების მოზიდვით . კინმაც ხო დაატყო ტორპედოს თავისი ხელი , რაც უფრო მეტი კვალიფიციური მწვრთნელი გვეყოლება ჩემპიონატში დონეც აიწევს თანდათან...
დათო
21 აგვისტო 2023 16:05
2
მოგესალმებით წალენჯიხიდან მე იმ გუნდედბს ვქომაგობ ეროვნულ ლიგაში ვისაც მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაბზე მოხვედრა შეუძლია და სწორედ ბათუმს აქვს დემჩენკოსთან ერთად ჩემი დიდი ხნის ოცნება ამისრულდეს ფეხბურთში და რომელიმე ქართული კლუბი გავიდეს არა ნაკლებ კონფერენს ლიგაზე
ბალეშიკ
21 აგვისტო 2023 16:04
5
იღონდ ეს სამართლე აღმოჩდეს! როგორ მინდოდა! აი დაიმახსოვრეთ, თუ მართვა დემჩენკო დაინიშნა; ბათუმი ძალიან მაგრად გაქაჩავს!
Gio-T
21 აგვისტო 2023 16:00
6
ბათუმის დინამომ ჯერ დილას ვალი გადაიხადოს ნისიად რო ყავს ფეხბურთელები წაყვანილი. მომინდომეს დემჩენკო. სხვა ქართულ გუნდში დილას გარდა არ იმუშავებს ეს კაცი რატო არ გესმით?
dila
21 აგვისტო 2023 15:48
4
და მე რო კონკრეტულად არც ბათუმის და არც გორის გუნდების გულშემატკივარი არ ვარ რა გამოვიდა? ერთი ძლიერდება მეორეს ხარჯზე ხოლო ქართული საკლუბო ფეხბურთი ტკეპნის ერთ ადგილს
zura
21 აგვისტო 2023 15:43
1
რამდენიმე სპეციალისტთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და მათგან ფავორიტი გიორგი ჭიაბრიშვილი იყო. ამაზე გავიხიე სიცილით ჰაჰაჰჰაჰაჰ. ეს დინამო ბათუმის მეპატრონეებიც ფეხბურთში ან გარტყმაში არ არიან ან მაზოხისტები არიან.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
21 აგვისტო 2023 15:35
5
არ მოვიდა სულაქველიძის რიგი?
დედას გორჯისტანა
21 აგვისტო 2023 15:32
7
აი ეს უკვე სხვა საკითხია.
წარმატებები...
ქობულეთიდან
21 აგვისტო 2023 15:22
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული