გადაწყვეტილება შეიცვალა - ბათუმის "დინამოს", სავარაუდოდ, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი, სავარაუდოდ, გორის "დილას" ამჟამინდელი დამრიგებელი ანდრეი დემჩენკო გახდება.

Geo Team-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზღვისპირელები რამდენიმე სპეციალისტთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და მათგან ფავორიტი გიორგი ჭიაბრიშვილი იყო.

რამდენიმე წუთის წინ კი იმავე წყარომ დაწერა, რომ ბოლო საათებში ბათუმელები უკრაინელ მენეჯერთან მოლაპარაკებებში დაწინაურდნენ, დღესვე მას პირად კონტრაქტსაც გადაუგზავნიან და ახლა კლუბის ჩაბარების მთავარი კანდიდატი სწორედ ისაა.

დემჩენკოს "დილასთან" შრომითი ხელშეკრულება აკავშირებს, ამიტომ "დინამოს" გორელებისთვის გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს.

Geo Team-ი წერს, რომ გიორგი ჭიაბრიშვილსა და ბათუმის "დინამოს" შორის მოლაპარაკებები
მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ჩანს, აჭარლების პირველი არჩევანი უკრაინელი მწვრთნელია. საბოლოო გადაწყვეტილებას თავად დემჩენკო მიიღებს.

altწასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

მკითხველის კომენტარები / 36 /
აგერ ერთი წელი გავიდა ამ ამბიდან და გაირკვა რომ არანაირი კვალიფიკაციის მქონე არ იყო დემჩენკო. რცერთი ტიტული, არანაირი წარმატება ერვოსარბიელზე უბრალოდ უცხოელია და მორჩა. სულ ვამბობდი რომ არ იყო ეს მაღალი დონის სპეციალისტი აგერ გამოჩნდა.
ჯონი ეძგვერაძე
20:44 05-10-2024
0
მწრთვნელი გასაგებია, მაგრამ რაც აზაროვის შესახებ იმფო გავრცელდა შახტარში 3 მილიონად გადასვლის შესახებ,რა შეიძლება ეწოდოს ბათუმის დინამოს პრეზიდენტის,საპატიო პრეზიდენტისა და საერთოდ სტაფის საქციელს,როდესაც ფეხბურთელი სულ რაღაც 9 თვის წინად 300 ათასად გაყიდეს-მავნებლოდა,საბოტაჟი,გულგრილობა,გარიგება და კიდევ ათასი უსიამოვნო ეპიტეტი. ამათი რა უნდა იწამო საერთოდ-ეს გაჭირვებული ქვეყანა ბიუჯეტიდან აფინანსებს კლუბებს და ესენი სემიჩკის ფასად ყიდიან ძვირადღირებულ ფეხბურთელებს......ფუ თქვენიი...
შულაია
17:58 22-08-2023
0

სიახლეები პოპულარული