გადაწყვეტილება შეიცვალა - ბათუმის "დინამოს", სავარაუდოდ, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი, სავარაუდოდ, გორის "დილას" ამჟამინდელი დამრიგებელი ანდრეი დემჩენკო გახდება.

Geo Team-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზღვისპირელები რამდენიმე სპეციალისტთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და მათგან ფავორიტი გიორგი ჭიაბრიშვილი იყო.

რამდენიმე წუთის წინ კი იმავე წყარომ დაწერა, რომ ბოლო საათებში ბათუმელები უკრაინელ მენეჯერთან მოლაპარაკებებში დაწინაურდნენ, დღესვე მას პირად კონტრაქტსაც გადაუგზავნიან და ახლა კლუბის ჩაბარების მთავარი კანდიდატი სწორედ ისაა.

დემჩენკოს "დილასთან" შრომითი ხელშეკრულება აკავშირებს, ამიტომ "დინამოს" გორელებისთვის გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს.

Geo Team-ი წერს, რომ გიორგი ჭიაბრიშვილსა და ბათუმის "დინამოს" შორის მოლაპარაკებები
მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ჩანს, აჭარლების პირველი არჩევანი უკრაინელი მწვრთნელია. საბოლოო გადაწყვეტილებას თავად დემჩენკო მიიღებს.

altწასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

მკითხველის კომენტარები / 36 /
აგერ ერთი წელი გავიდა ამ ამბიდან და გაირკვა რომ არანაირი კვალიფიკაციის მქონე არ იყო დემჩენკო. რცერთი ტიტული, არანაირი წარმატება ერვოსარბიელზე უბრალოდ უცხოელია და მორჩა. სულ ვამბობდი რომ არ იყო ეს მაღალი დონის სპეციალისტი აგერ გამოჩნდა.
ჯონი ეძგვერაძე
05 ოქტომბერი 2024 20:44
0
მწრთვნელი გასაგებია, მაგრამ რაც აზაროვის შესახებ იმფო გავრცელდა შახტარში 3 მილიონად გადასვლის შესახებ,რა შეიძლება ეწოდოს ბათუმის დინამოს პრეზიდენტის,საპატიო პრეზიდენტისა და საერთოდ სტაფის საქციელს,როდესაც ფეხბურთელი სულ რაღაც 9 თვის წინად 300 ათასად გაყიდეს-მავნებლოდა,საბოტაჟი,გულგრილობა,გარიგება და კიდევ ათასი უსიამოვნო ეპიტეტი. ამათი რა უნდა იწამო საერთოდ-ეს გაჭირვებული ქვეყანა ბიუჯეტიდან აფინანსებს კლუბებს და ესენი სემიჩკის ფასად ყიდიან ძვირადღირებულ ფეხბურთელებს......ფუ თქვენიი...
შულაია
22 აგვისტო 2023 17:58
0
დემჩენკოს დანიშვნას ჯობია ისევ ჭიაბრიშვილი დანიშნო არა ნაკლები ტრენერია(სიმართლეს გაუმარჯოს მისახვედრი მიხვდება)..
Nikoloz
22 აგვისტო 2023 14:45
3
მე სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ეს თავმოყვარე მედია არხები რატო იღებთ ინფორმაციებს ისეთი ჭორიკანა წყაროებიდან როგორიცაა GEO თიმი, ტიპი ათას ჭორს მოკრავს ყურს და ეგრევე ექსკლუზივად წერს. რო გეკითხა წყალი არ გაუვაო ჭიაბრიშვილიო, ეხლა დემჩენკოო, ჩვეულებრივი სოფლის ორღობის ჭორიკანა კაცია და თქვენ კიდე აპიარებთ
მკითხველი
22 აგვისტო 2023 10:48
7
სხვა არ ვიცი მარა გუშინ რო წერდა ეგ GEO თიმი დარწმუნებით დემჩენკო ბათუმშია მოლაპარაკებაზეო ეგ დიდი ტყუილი იყო. დემჩენკო თბილისიდან არ გასულა გუშინ.
baba
22 აგვისტო 2023 13:21
0
ბაᲗუმᲨი Ძაან აქვს Ფესვი გადგმული ჯუᲦელს, სანამ მაგას არ ამოვᲫირკვავᲗ არაფერი არ გამოვა.
ლადო
22 აგვისტო 2023 09:34
2
რაც შეეხება დემჩენკოს, კი არ არის ცუდი მწვრთნელი, მაგრამ თუ მიაღწევს რამეს, ასე მგონია მხოლოდ შინგნით, არა მგონია ევროპაზე რამე ქნას.
კახა ქ.
22 აგვისტო 2023 08:17
2
სანამ ქართველი მწვრთნელები კვალიფიკაციას არ გაივლიან მოწინავე უცხოურ კლუბებში, არ ჩაიხედავენ იმას სამზარეულოში და არ გაიგებენ რა და როგორ, მანამდე ჩვენს საკლუბო ფეხბურთს არ ეშველება არაფერი.
კახა ქ.
22 აგვისტო 2023 08:15
1
ისევ ჭიაბრიშვილის თემაა? დინამო ბათუმს დაღუპავენ ასეთი კვალიფიკაციის მწვრთნელები. დინამოს შტაბში დილეტანტებმა მოიყარეს თავი, როგორც ეტყობა, თანაც იაფად უნდათ გასვლა. არაკორექტულია კოლეგებისგან შუა სეზონში ნწვრთნელის წართმევა.
მერაბი
22 აგვისტო 2023 07:21
1
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რომელ ქართველ მწვრთნელს მიუღწევია რაიმე შედეგისთვის ქეცბაიას გარდა ისიც კვიპროსში, რაც შეეხება გეგუჩაძეს დინამოს მაშინდელი გაღწევა მერე ჯგუფში ყველა თამაშის წაგება ბოლოს საეჭვო 2:5 მგონი უეფა იძიებდა კიდეც( ძალიან კორუფციული ორგანიზაციებია უეაფა და ფიფაც) გაიგეთ განათლების და პრაქტიკის მიღების გარეშე მხოლოდ ნიჭით ვერაფერს მიაღწევ ევროპული სამწვრთნელო განათლება მერე ასისტენტად რამდენიმე წელი მთლად ტოპ კლუბში თუ არა ტოპ ჩემპიონატის წარმომადგენლების კლუბებში ( არველაძეს გაუმართლა ვაან გალთან ასისტენტობამ გარკვეული ცოდნა მისცა მაგრამ განათლების გარეშე ვერ უქაჩავს მაინც,მგონი თეთრაძეს აქვს გამოცდილება( გვარი აქვს ქართული) სვანაძეც კი თითქოს შედეგი დადო რატომღაც მრჩება შთაბეჭდილება უფრო ბიჭებმა გაუმართლეს ვიდრე გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობოდა სამწუხაროდ ყველაზე მთავარი ფედერაცია რასაც უნდა აკეთებდეს ბავშთა ფეხბურთში პროფესიონალი მწვრთნელების მოწვევა და კონტრაქტების გაფორმება ეჰ ხო ვერ ვვეღირსეთ ნორმალურ მთავრობას რომ ყველა სფეროს პროფესიონალთა ჯგუფი უძღვებოდეს ყველგან ნათესაურ- მოყვრულ დანიშვნაა, არაფერი გვეშველება
კახა
21 აგვისტო 2023 22:50
2
განმარტა მთავრობარა შუაშიც არის. პროფესიოანლიზმი რომ არ არის მთავარი არსად.
dato
22 აგვისტო 2023 14:35
0
მთავრობამ უნდა იზრუნოს მწვრთნელის შერჩევაზე? როგორ წარმოგიდგენია ნათესავობა, მეგობრობა, ნაცნობობა რომ აღარ იქნება ანგარიშგასაწევი მოვლენა აქ საქართველო იქნება თუ რომელიღაც მორიგი ნორვეგია?! ღმერთმა ასეთ დღეს ნუ მოგვასწროს!
aburjga
22 აგვისტო 2023 07:42
4
ყველა გამოხმაურება
ბათუმის მსოფმხედველობა გორს რო ვერ სცდება იმიტოა რო ეს გუნდი ვერასდროს ვერაფერს მიახწევს, ბათუმს დილას ხარჯზე უნდა სანუკვარი მიზნის მიხწევა, ჯერ ფეხბურთელები წაიყვანეს გორიდან, მერე მინდვრის მომვლელი, მერე საერთოდ გორში თამაშობდნენ, ეხლა მწვრთნელი მოუნდათ, ამათ გონიათ რაც გორში მუშაობს იგივე იმუშავებს ბათუმშიც და აისრულებენ ოცნებას. ბათუმს რო მენეჯმენტი არ ყავს საერთოდ მაგას დემჩენკო კი არა გვარდიოლა ვერ უშველის. ფეხბურთელები ვერ მოყავთ და დემჩენკომ რა უნდა გააკეთოს? კომკურენტების დასუსტების ხარჯზე რო მიახწევთ წარმატებას და მერე ევრო თასებზე რო გათრევენ მაგას დემჩენკო უშველის?
asa
21 აგვისტო 2023 21:12
2
გაიხარე ძმაო , მაგარი ანალიზია თუ კომენტარი, რაცაა ... ზუსტად მასეა
გ.შ.
21 აგვისტო 2023 23:39
1

სიახლეები პოპულარული