ვაკო ყაზაიშვილის დასაფასებელი საქციელი - მას ბევრმა უნდა მიბაძოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა ოზურგეთის "მერცხალს" საჩუქარი გაუკეთა და კლუბს სპორტული ინვენტარი შეუძინა. ნივთები გუნდს ფეხბურთელის ძმამ, ბექა ყაზაიშვილმა და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ გადასცეს.

ოზურგეთის "მერცხალი" სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კლუბია და ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული თანხების გარდა, ადგილობითი თვითმმართველობის ბიუჯეტიდანაც ფინანსდება. გუნდში ადგილობრივი ფეხბურთელები თამაშობენ, მათი უმრავლესობა ძალიან ახალგაზრდაა.

ავთანდილ თალაკვაძემ ვაკოს ამ ინიციატივისთვის, მშობლიური კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მადლობა ფეხბურთელის ძმამ ოზურგეთის მერიისა და „მერცხალის“ ხელმძღვანელობას პოზიტიური თანამშრომლობისთვის გადაუხადა და დაამატა, რომ ვაკო
მშობლიური ქალაქისა და კლუბის მხარდაჭერას არ შეწყვეტს.

"მერცხალი" მალე 100 წლის გახდება და ოზურგეთში გუნდის განვითარება და საქართველოს ჩემპიონატის მაღალ ლიგებში თამაში უნდათ. ამჟამად ოზურგეთელები რეგიონლიგაში გამოდიან და მე-4 ლიგაში გადასვლისთვის იბრძვიან.

რასაკვირველია, ვაკო ყაზაიშვილის საქციელი მოწონებას იმსახურებს. მსგავსი მოქმედება სხვა ფეხბურთელებისთვის მაგალითი უნდა იყოს: საკუთარი ქვეყნის ფეხბურთის განვითარებაში წვლილის შეტანა ყველა იმ მოთამაშის ვალია, რომლებსაც ეროვნული ნაკრების ფორმა მოურგიათ. მსგავსი რამ აქამდე ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს გაუკეთებია და მათ რაც უფრო მეტი მიბაძავს, უკეთესი იქნება. 

Sportall.Ge

ფოტო: ოზურგეთის მერიის "ფეისბუქგვერდი"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ვაკოს ყოჩაღ დასაფასებელია მაგრამ სანამ პროფესიული სპორტული კლუბები ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან წინ ვერ წავალთ. კერძო ინვესტიციები, ბიზნესი და ბიზნეს გეგმებია საჭირო და არა ბიუჯეტზე დაკიდებული კლუბები.
იბერია
16:04 22-08-2023
1
ყაზაიშვილის საქციელი დასაფასებელია, მაგრამ რა მიკვირს იცით? ეს გუნდი ცალკე ფონდიდან ფინანსდება და ცალკე ადგილობრივი ბიუჯეტიდანო და ინვენტარი არ აქვთ? აბა სად მიდის დაფინანსება?!
ციციკორე
22:22 22-08-2023
2

სიახლეები პოპულარული