"დინამო ბათუმმა" "გაგრა" ბოლოს გატეხა; იმერული დერბი ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა. ლიდერმა "დინამო ბათუმმა" ბოლო წუთებზე გატეხა "გაგრა" და მოიგო, ხოლო წყალტუბოში "სამგურალი"-"ტორპედოს" იმერული დერბი ფრედ დასრულდა.

სამგურალი 0:0 ტორპედო

წყალტუბოში ჩატარებული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. "სამგურალს" უკვე 5 მატჩია არ მოუგია. "ტორპედოს" პირიქით, კარგი სერია ჰქონდა: ზედიზედ 4 მოგება და აი, მეხუთე ვეღარ მოახერხა.

წყალტუბოელები მეხუთე ადგილზე არიან, ქუთაისელები კი - მეექვსეზე. მათ შორის სხვაობა 5 ქულაა.

"სამგურალში" ორ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი: კოტდივუარელ იკპე-გილენ გნამიასა და გიორგი სულაქველიძეს.

გაგრა 0:2 დინამო ბთ

წარმატებული გამოდგა ანდრი დემჩენკოს დებიუტი "დინამო ბათუმის" მწვრთნელის რანგში. ბათუმელებმა ბოლო წუთებზე გატეხეს "გაგრას" წინააღმდეგობა და სტუმრად 2:0 დაამარცხეს.

ორივე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გავიდა. ცოტნე ფაცაციას ჩაწოდების მერე გაგრელთა ფეხბურთელ ერეკლე სულთანიშვილს საკუთარ კარში აეჭრა ბურთი. მერე კი კონტრშეტევის შედეგად პაატა ღუდუშაურმა გაიტანა ახლო მანძილიდან.

"დინამო ბათუმი" 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ხოლო "გაგრა" მერვე საფეხურზეა.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
თორნიკე ოქრიაშვილი სად არის???ირიცხება რომელიმე ქართულ გუნდში??
1
თორნიკე ოქრიაშვილი სად არის???ირიცხება რომელიმე ქართულ გუნდში??
0

სიახლეები პოპულარული