"დინამო თბილისმა" "დილას" 3:0 მოუგო

AutoSharing Option
"დინამო თბილისმა" სტუმრად 3:0 მოუგო გორის "დილას" და მეორე ადგილზე გადავიდა. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურიდან გადადებულ მატჩში მოხდა...

დილა 0:3 დინამო თბ

ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდები, კონკურენტები. თამაში საინტერესო გამოდგა და 61-ე წუთამდე ფრე იყო.

პირველი ბურთი უსმანე კამარამ გაიტანა დინამოელთა კაპიტან დავით სხირტლაძის ლამაზი ქუსლური პასის შემდეგ.

მეორე და მესამე გოლები კი ბოლო წუთებზე გავიდა: ჯერ გიორგი ხარაიშვილმა ორიგინალურად თავზე გადაუგდო ბურთი "დილას" მეკარე ევგენ კუჩერენკოს, ბოლოს კი სხირტლაძემ ლევან ოსიყმაშვილის პასით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა -
0:3.

ეს იყო "დინამო თბილისის" მეოთხე მატჩი ესპანელი ანდრეს კარასკოს ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში გუნდმა ჯამში 10 ქულა აიღო და 16 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 5 გაუშვა.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა კარგია ხარაიშვილმა,რომ გაიტანა!გიოტებორგში თამაშის დროს გოლო გოლზე გაჰქონდა!!
მარი
08:29 30-08-2023
4
დაიწყო მეორე წრე და ტრადიციულად დაიწყეს დინამოს ხელოვნური გაქაჩვა, ვარიც ხო აქვთ ვითომ სამართლიანობისთვის. რაც გუშინ კვირიკაშვილმა იკადრა საერთოდ გასაშვებია მსაჯობიდან. არ დანიშნულ ორ პენალზე აღარაფერს ვიძახი.
ნეიტრალური
12:24 30-08-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული