ტორპედო 2:1 თელავი
თავიდან თელაველები დაწინაურდნენ. თორნიკე მორჩილაძემ კონტრშეტევა დაასრულა ზუსტი დარტყმით...
პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი არაბიძემ წამოიწყო შეტევა, გიორგი ფანცულაიასთან ბურთის გათამაშების მერე კი საჯარიმოშიც კარგად გაერკვა სიტუაციაში და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
შესვენების წინ "თელავი" ათი კაცით დარჩა: ამარ ბეგიჩმა
მეორე ნახევარში კიდევ ერთი ლამაზი გოლი გავიდა: ლაშა შერგელაშვილმა ეფექტურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და "ტორპედომ" საბოლოოდ 2:1 მოიგო.
"ტორპედო" მეექვსე ადგილზეა, თუმცა ქულებით უფრო მიუახლოვდა ლიდერთა ჯგუფს. "თელავი" კი მეშვიდე საფეხურზეა. ამ ორ გუნდს შორის 16 ქულაა სხვაობა.
დინამო ბთ 4:1 სამგურალი
ბათუმელებმა დიდი ანგარიშით მოუგეს "სამგურალს" და 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ. აი, წყალტუბოელებს კი, რაც აგვისტოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა, არ მოუგიათ: 5 მატჩიდან 2 ფრე, 3 წაგება...
მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი უპასუხო ბურთი გაიტანეს. ჯერ ჯოვინო ფლამარიონმა გამოიყენა ცოტნე ფაცაციას კარგი პასი და სეზონში მე-15 გოლი მიითვალა. ბრაზილიელი ჯერჯერობით საუკეთესო ბომბარდირია.
მეორე გოლი კი "სამგურალის" კარში ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა პენალტით. მამუჩაშვილს 10 გოლი მოუგროვდა და საინტერესოა, რომ აქედან 8 პენალტით მოახერხა.
პირველი ტაიმის ბოლოს ბათუმელები ათი კაცით დარჩნენ, კერძოდ, ცოტნე მოსიაშვილი გააძევეს.
57-ე წუთზე "სამგურალმა" სხვაობა შეამცირა: ერთ შეტევაში ორჯერ მოარტყეს ბურთი ძელს, ბოლოს კი იაპონელმა ტაიკი კაგაიამამ თავურით გაიტანა - 2:1.
დარჩენილ დროში კი ათკაციანმა "დინამო ბათუმმა" კიდევ ორი გოლი მიითვალა. ჯერ გიორგი ზარიამ, ბოლოს კი ალექსანდრ იაკობსენმა. ორივეჯერ პაატა ღუდუშაურმა გასწია ასისტენტობა.
erovnuliliga.ge