თელავი 2:1 დინამო ბთ
გიორგი მიქაძის გაწვრთნილი "თელავი" ზაფხულის შესვენების მერე შედეგიანად თამაშობს. ამჯერად "დინამო ბათუმსაც" მოუგეს - 2:1...
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევრის საწყის წუთებში კი სლოვენიელი მატეია რომის გარღვევასა და პასს მოჰყვა ჰაიტელი ჟონელ დეზირეს გოლი. რამდენიმე წუთში ბათუმელებმა პაატა ღუდუშაურის ტექნიკური დარტყმით გაათანაბრეს - 1:1.
გადამწყვეტი გოლი
ამის მერე თამაში საკმაო ხნით შეწყდა, რადგან ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჯოვინო ფლამარიონმა ტრავმა მიიღო და ექიმები დიდხანს მკურნალობდნენ. ფლამარიონს თელაველთა მეკარე დავიდ იურჩენკო შეეჯახა... ბრაზილიელმა კეფაში მიიღო მძიმე დარტყმა, გონება დაკარგა და ჟანგბადის მიწოდებაც დასჭირდა.
საბოლოოდ, 2:1. "თელავი" მეშვიდე ადგილზეა და საფლეიაუტო ზონას უფრო დაშორდა. ბათუმელები კი ლიდერებად რჩებიან, თუმცა ჰანდიკაპი ამჯერად ნაკლები აქვთ.
გაგრა 0:0 დილა
ორივე გუნდს რთული პერიოდი აქვს. "გაგრამ" ზედიზედ ოთხი წაგების მერე პირველი ქულა აიღო, ხოლო "დილას" ზედიზედ ორი თამაში ჰქონდა წაგებული.
საბოლოოდ 0:0 თბილისის დავით პეტრიაშვილზე. ასეთივე ანგარიშით დასრულდა ამ გუნდების შეხვედრა პირველ წრეში, მეორე წრეში კი გორელებმა 1:0 იმარჯვეს.
"გაგრა" მერვე ადგილზეა, ხოლო "დილა" - მეოთხეზე.
დინამო თბ 1:1 ტორპედო
"დინამო არენაზე" პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება ფრედ დასრულდა. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ორივე გუნდს წაუგებელი სერია ჰქონდა: დინამოელებს შვიდმატჩიანი, "ტორპედოს" - რვამატჩიანი.
თბილისელები პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდნენ უსმანე კამარას ლამაზი გოლით, 53-ე წუთზე კი ქუთაისელთა შემტევმა ირაკლი ბუღრიძემ ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა კარგი დარტყმით და 1:1.
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ბოლოს დინამოელებმა გაიტანეს კიდეც, თუმცა თამაშგარედან.
"დინამო თბილისი" მეორე ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება "დინამო ბათუმს", რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "ტორპედო" კი მეექვსე საფეხურზე რჩება.
erovnuliliga.ge
Ალბათ ბათუმის გულშემატკივარი ხარ და წარმატებას უსურვებ ბათუმს.პრობლემას სხვაგან ხომ არ ეძებთ ბათუმის გულშემატკივარები? Განსაკუთრებული კარგი თამაში რომ არა ჰქონია ბათუმს მაგას ვერ ამჩნევთ?რას ჰგავს ცენტრალური დაცვა ბათუმის? Და ყველაზე მთავარი-კვასვაძეს რა უნდა ბათუმის დინამოში საერთოდ?მაგან როგორც მახსოვს ერთი დინამო უკვე გააფარჩაკა და სანამ მეორეს გააფარჩაკებს გაუშვით გუნდიდან.რაღა დროს როინაა ხალხო? Ან თუ ჩიჩკანი არ ვარგა სად იყავით აქამდე?ეგ რო კარგი მეკარე ყოფილიყო თბილისის დინამო არ გაუშვებდა.
Ან დვალიშვილი რატო გყავთ?გეგუჩაძე კი არა ეგ უნდა გაგეშვათ-სადაც კი ერთი ბალასტი იყო ყველა რო მოკრიფა და ბათუმში ჩამოგიყვანათ.რომელმა ლეგიონერმა გაგიმართლათ მაგის მოყვანილმა?(არა ვგულისხმობ წუწკი მელიებივით ადგილობრივ გუნდებში რო დასუნსულებთ და გადაგყავთ ფეხბურთელები ბათუმში. Გორის დილა გყავთ ამოჩემებული განსაკუთრებით და დაირქვით ბარემ ბათუმის გორის დილა)
ან ეგ დემჩენკო დიდი მწვრთნელი ხო არ გგონიათ?კვასხვაძეს და ბალიჩს რო ფეხბურთელად ჩათვლი მწვრთნელი არა ხარ!!!!
Ჯოვის ჯანმრთელობას ვუსურვებ!!!
1. ბათუმის გულშემატკივარი (ისევე როგორც ყველა დანარჩენი გუნდების), მხოლოდ ევრო თასებზე ვარ. ჩემი გულის გასხეთქად კი თამაშობენ მაგრამ მაინც.
2. პატივისცემის მიუხედავად. დღეს როგორ წყდება მსგავსი სიტუაციები მეც კარგად ვიცი.
სწორედ ამირომ ვითხოვ მოყვარულის კი არა პროფესიონალის განმარტებას. წესებიდან გამომდინარე მოიყვანონ ახსნა განმარტება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ მეკარე ხელშეუხებელი მხოლოდ მის საჯარიმოში იყო ოდესღაც.
თქვენ კი თუ ბათუმის დინამოსთან პრობლემა გავთ დროებით დაივიწყეთ და რომელიმე გუნდის მხარეს კი არ დადგეთ უბრალოდ ადამიანურად დააკვირდით მსგავს სიტუაციებს და დამეთანხმებით, რომ ასეთი მიდგომა ადრე თუ გვიან ცუდად დამთავრდება.
ჯარიმა რომელშიც ჯოვინო დაშავდა შეფასდა როგორც მეკარეზე თავდასხმა და მოხდა ფაქტიურად საჯარიმო ხაზის სიახლოვეს. ძალიან მაინტერესებს ვინც ეს ეპიზოდი ნახეთ მითხარით ერთი ვინ ვის დაესხა თავს და რომელი წესი უშვებს ასეთ სახიფათო თამაშს.
ძალიან მოდაშია შემოსული მეკარის მიერ წინ გაწეული ფეხით თამაში. სწორედ ეს უაზროდ წინ მოქნეული მუხლი მოხვდა თავში ჯოვინოს, რომელიც არც კი ამხტარა და პირიქით მცველს მოერიდა რომელიც მაღალ ბურთზე თამაშს აპირებდა.
შემთხვევით სახიფათო თამაში ხომ არ უნდა დაფიქსირებულიყო მეკარის მხრიდან?
ადმინისტრატორო შეიძლება ნახეთ ვინმე კომპეტენტური მსაჯი/მწვრთნელი რომ წესებიდან გამომდინარე განმარტოს მსგავსი სიტუაციები.
ეგებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ აქ მწვრთნელის პრობლემა არ იყო.