"ეს კაცური საქციელი არ არის! მათ დიდი ფული მოვუტანე" - გორში დაბრუნებულ დემჩენკოს დოლარის კუპიურები გადააყარეს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ბათუმის "დინამომ" გასვლაზე "დილა" 3:1 დაამარცხა. მატჩის წინ კი უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი, როდესაც გორელთა ყოფილი მწვრთნელის ანდრეი დემჩენკოს მისამართით დოლარის კუპიურები გადაყარეს.

შეხვედრის შემდეგ უკრაინელმა სპეციალისტმა ამ ფაქტის შესახებ Geo Team-თან ისაუბრა:

"მინდა, გორის "დილაში" პატარა ბიჭ გიორგი ჯოხაძეს (კლუბის დირექტორი) მოკითხვა გადავცე, რათა მან არ მოახერხოს მცდარი წარმოდგენების მოხვევა "დილას" გულშემატკივრებზე.

ასეთი საქციელი, რასაც ჩემს შესახებ მიცემული ინტერვიუები და დოლარების სროლა ჰქვია, მხოლოდ მას ამცირებს და მინდა ვუთხრა, რომ ნუ ეშვება ასეთ დაბალ დონეზე,
შეინარჩუნოს კაცობა. 

იყავი კაცი, მე "დილასთვის" ამ 3 წელში ბევრი გავაკეთე. "დილა" გავხადე ტოპ კლუბი, რომელიც ყველა გუნდთან მაგრად იბრძოდა.

უკანასკნელ 1,5 წელში მათ 2 მილიონი ევროს ინვესტიცია მოვუტანე. მე აქედან არ გავქცეულვარ, ვისარგებლე ჩემი უფლებით, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ევროტურნირების შემდეგ, თუ ნორმალურ წინადადებას მივიღებდი გუნდიდან, რომელიც უფრო მაღალ მიზნებს ისახავდა, წასვლა შემეძლებოდა.

მინდა მოვიკითხო გიორგი ჯოხაძე, რომელმაც დაწერა, რომ 10 000 ევრო შემომთავაზეს და სინამდვილეში ეს თანხა 8000 იყო. ის ატყუებს გულშემატკივრებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე გავიქეცი.

მე აქ გავიზარდე და გადავიზარდე "დილას" მოთხოვნებისთვის, მეტი მსურდა. გადავედი ბათუმში, რადგან მათ კონტრაქტში უწერიათ, რომ მხოლოდ პირველ ადგილზე უნდა გავიდე.

მინდა მოგმართოთ, რომ დარჩეთ კაცებად და დააფასეთ ის ადამიანები, ვინც აქ შედეგს წლების განმავლობაში ხურდების სანაცვლოდ აკეთებდა. 

შემოთავაზება მივიღე და კონტრაქტში მქონდა პუნქტი, რომ წასვლა 25 000 ევროს სანაცვლოდ შემეძლო და ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, არ მინდა ხალხი მოტყუვდეს, რომ ფულის გამო წავედი. სინამდვილეში ეს გადაწყვეტილება მეტი ამბიციის და განვითარების გამო მივიღე. მათ დიდი ფული მოვუტანე და უბრალოდ მადლობა უნდა თქვან, რასაც აკეთებენ კი კაცური არ არის", - თქვა დემჩენკომ.
მკითხველის კომენტარები / 18 /
მართალი ჩანს ეგ კაცი...
ზორბეგ
22 სექტემბერი 2023 13:19
2
დემჩენკოს საქციელი არც მე მომეწონა, მაგრამ სალანძღავი მაგი კი არ არის, არმედ ბათუმის მეპატრონე ბერიძე!!! რომელიც დაძვრება ყველა ქართული გუნდის უკან და გადაიბირებს ხოლმე ფეხბურთელებს და მწვრთნებს!!!
გიორგი
22 სექტემბერი 2023 12:48
8
დოლარების სროლა თუ შეურაცხყოფაა მე მესროლეთ,აბაროტს არ ვიძლევი,ჩემზე გადმოანთხიეთ თუ მაგ ფორმით ვინმესთან ანგარიშის გასწორება მოგივათ თავში.
ისე ლარებშიც და ევროებზეც თანახმა ვარ.
Levani
22 სექტემბერი 2023 01:18
14
Უკრაინელი რო კაცობაზე დაიწყებს ლაპარაკს და თან ქართველზე...უკრაინელი და კაცობა ისევეა როგორც გოჭი და ტურნიკი!!!
jordan beli
21 სექტემბერი 2023 21:30
73
უკრაინელები ვაჟკაცობას ბრძოლის ველზე ამტკიცებენ! ზოგი აქ ტლიკინით
გაუფრთხილდით გორელებო უკრაინელებს თქვენ მეკარეს და ბომბარდირს
გორელი
22 სექტემბერი 2023 18:42
1
რამნიშვნელობა აქვს ერს..ყველას ყავს კაიც და ცუდიც და ეგეთი წარმოდგენა ძალიან სამწუხაროა
სიდებილე
22 სექტემბერი 2023 11:51
2
ყველა გამოხმაურება
თუ დასავლურ ფილმებს დავუჯერებთ,არ შეიძლება ბიზნესის და მეგობრობის ერთმანეთში არევა,რადგან ამას ცუდი შედეგები მოაქვს.თუ დემჩენკო კანონიერად წავიდა,მაშინ სასაყვედურო არაფერი აქვთ,წავიდა იქ,სადაც მისთვის უკეთესი იყო,ხოლო თუ კონტრაქტის პირობები დაარღვია,მაშინ არბიტრაჟი უნდა გადაწყდეს,პრეტენზიები.არც დემჩენკო მოსულა გორში,ქალაქის სილამაზისათვის და არც გორს მოუყვანია,ის,მისი ლამაზი თვალების გამო.ასე რომ საყვედურები,ორივე მხრიდან,ცოტა უადგილო მგონია.წავიდა?დაშორდი ცივილიზებულად,რომ მეორედ კიდევ მიგესვლებოდეს.ჩხუბსა და წყენას,ყოველთვის ეს სჯობია.სამწუხაროდ ჩვენ,ყოველთვის დიდი მოლოდინები გვაქვს ხოლმე და ამიტომაცაა,ასე მწარედ რომ ვიმტვრევთ ცხვირს.
სოსო
21 სექტემბერი 2023 19:43
2
დილა გახადა ტოპ კლუბი?
ტოპ კლუბი რეალი არ არის?
ზურაბ
21 სექტემბერი 2023 19:37
27
დემჩენკომ არ იცის ალბათ რო დილა ამის მოსვლამდეც გადიოდა ევრო თასებზე და დილა ერთადერთი ქართული გუნდია რომელსაც ზედიზედ ორჯერ ევროპა ლიგის ფლეი ოფი აქვს ნათამაშები, და როცა დილაში დაინიშნა მაშინაც კონფერენს ლიგაზე იყო გუნდი გასული. და კიდევ კომენტარებს რო წერთ ჰაერზე და რო წერთ დემჩენკო მაღალი დონის მწვრთნელიაო, ვინ გახადა მაღალი დონის მწვრთნელი? ალალად თქვით დემჩენკო როგორც მწვრთნელი ვინმეს გაგებული გქონდათ საერთოდ?დ.დ.
ასა
21 სექტემბერი 2023 17:37
30
უბრალოდ წასვლაზე არაა, 17 დღის წინ რომ ამბობდა და იფიცებიდა სხვა ქართულ გუნდში არ ვიმუშავებო, მის გარშეკი ეწყობოდა ყველაფერი და მერე ჩუმად დაიწყო ლაპარაკი ბათუმთან ზუსტად ამაზეა ლაპარაკი. წინა მწვრთნელიც არ იყო ნაკლები, ნემსაძემაც გაიყვანა გუნდი კონფერენს ლიგაზე და წავიდა როცა სეზონუ მორჩა, თბილისის დინამოში და ამაზე არავის ჰქობია პრეტენზუა, რადგან არც რამე დაპირება მოუცია და არც შუა სეზონში დატოვა
Nick
21 სექტემბერი 2023 22:21
7
დემჩენკო მართალია, თუ არ გჯერად ჩაცუცქულებმა ვიბაზროთ, ქურდულშიც მართალი იქნება.
21 სექტემბერი 2023 17:29
9
აქ დემჩენკოს წასვლა არ წასვლაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე თუ როგორ წავიდა. როცა იძახი რო არ აპირებ წასვლას და ყველაფერი გაწერილია და დაგეგმილია შენ გარშემო, 3 აგვისტოს ყველას რო ეუბნები სტადიონის ფოიეში რო არცერთი ქართული გუნდის წინადადებას არ განიხილავ და რო იძახი რო გუნდთან დაკავშირებით დიდი გეგმები გაქვს, გენდობიან და ჯერავთ შენი სამ დღეში ჩუმად არ უნდა დაიწყო მოლაპარაკება კონკურენტ გუნდთან და ის გუნდი სადაც მუშაობ კედელთან არ უნდა მიაყენო და ყველაფერი თავდაყირა არ უნდა დაუყენო. ელემენტარული პატივისცემის ამბავია. და ეს მაშინ როცა არავინ არ იყავი, მოგიყვანეს და იმად გაქციეს ვინც დღეს ხარ. ხო არსებობს კონტრაქტის გარდა ადამიანობა? დემჩენკოს გორში უბრალოდ აღმერთებდნენ და ამაში ნებისმიერი გორელი დამეთანხმება. ომის დაწყების დროს მთელი ქალაქი რო კლუბის ოფისში მიდიოდა და ანდრეის დახმარებას სთავაზობდა მაშინ ხო იფიცებოდა და იძახდა რო გორი ჩემი სახლია და ესეთ სიყვარულს სხვაგან ვერ ვნახავო? ან რო იძახის კაპიკებზე ვმუშაობდიო და შემოსავალი მოვუტანეო გუნდსო იმ შემოსავლის პროცენტში რო იჯდა კონტრაქტით იმას რატო არ იძახის? ან 6000 დოლარს მოგებულ თამაშებზე პრემიებს ეძახის კაპიკებს? დემჩენკოს ხელფასი ხო ყველამ იცოდა გორში. ეხლა გახდა ამბიციური? ბათუმს რო გეგუჩა არ გაეშვა ეხლაც ხო დილაში იქნებოდა სიყვარულის ფიცებით. ისე არ არის როგორც თვითონ ლაპარაკობს. დარწმუნებული ვარ იგივეს გაუკეთებს ბათუმის დინამოსაც დნიპროში რო გაეპარებათ.
სიმართლე
21 სექტემბერი 2023 17:29
5
ბათუმის დინამოში ეცოდინებათ როგორი კონტრაქტი უნდა დაუდონ მწვრთნელი იქნება თუ ფეხბურთელი. თქვენც ისწავლეთ აწი რომ ვიღაცის დაფიცებაზე არ იყოთ ხოლმე))))))
ნიკა
22 სექტემბერი 2023 15:32
2
გორდი არა ადმინ გორი. გორდი მაღალ-მთიანი სოფელია ხონის რაიონში სხვათაშორის ძალიან ლამაზი
ქართველი
21 სექტემბერი 2023 16:35
0

სიახლეები პოპულარული