"დილას" ჩემი დაახლოებით 15 000$ მართებს... გეტყვით, რა გააკეთეს, კიდევ 30 000$ რომ არ მიმეღო" - დემჩენკოს ინტერვიუ უკრაინულ გამოცემასთან

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ უკრაინულ "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში გორის "დილადან" წამოსვლაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მის ყოფილ კლუბს მასთან დაახლოებით 15 000 დოლარის დავალიანება აკავშირებს.

გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს უკრაინელი სპეციალისტის მონათხრობიდან, რომლებიც ჩვენთვის დღემდე უცნობი იყო:

"ექვსი თვის წინ "დილასთან" კონტრაქტი მეწურებოდა და აქ ყველაფერი მომწონდა. ხელმძღვანელობას მივმართე, რომ ახალი 1+1 სისტემის ხელშეკრულებას გავაფორმებდი, მაგრამ ანაზღაურება უნდა შეცვლილიყო. 

მათ მითხრეს, რომ ისინიც კმაყოფილნი იყვნენ. კიდევ ერთი წელი ძველ ხელფასზე ვიმუშავებდი და მერე ისევ შევხვდებოდით და დავილაპარაკებდით.

საუბარი იყო
ანაზღაურების მცირე გაზრდაზე და კონტრაქტის 2 წლით გააგრძელებაზე ხელს მოვაწერდი, მაგრამ ისინი ამაზე არ წავიდნენ.

შემდეგ შრომითი ხელშეკრულება დასრულდა. აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან მომხიბვლელი წინადადებები მივიღე, გამართული ინფრასტრუქტურა და თანაც, 3-ჯერ მეტს მიხდიდნენ!

"დილას" შევატყობინე, რომ წასვლა მინდოდა, მათ კი მითხრეს: "ანდრეი, ძმასავით გთხოვთ, 1 წელი კიდევ ჩვენი პირობებით დარჩი".

არც კი მკითხეს, რა მინდოდა ან როგორ ვხედავდი ამ სიტუაციას... მითხრეს, რომ ხელფასს 1000 დოლარით გამიზრდიდნენ, მეტის გაკეთება კი არ შეეძლოთ, მაგრამ კონტრაქტში ჩამიდებდნენ პუნქტს, რომლის მიხედვითაც,, ევროთასების დასრულების შემდეგ, ჩემი შრომითი ხელშეკრულების გამოსყიდვა 25 000 ევროდ შემეძლებოდა.

ამას იმიტომ მთავაზობდნენ, რომ ხელფასის 3-4-ჯერ შემცირებაზე დავთანხმებოდი, ვიდრე აზიელები მპირდებოდნენ. უარი ვერ ვთქვი, რადგან სული ჩავდე ამ გუნდში და მინდოდა რაღაცისთვის მიმეღწია ევროპაში, თანაც ჩემი ოჯახი საქართველოში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. 

"დილას" ახლაც კი ჩემი დაახლოებით 15 000 დოლარი მართებს, რაც ევროპულ ტურნირზე დაფიქსირებული შედეგების გამო უნდა მიმეღო, მაგრამ მეუბნებიან, რომ ფული არ აქვთ.

გინდათ, კიდევ ერთი საინტერესო ისტორია მოგიყვეთ? - კონტრაქტში მეწერა, რომ ფეხბურთელების ტრანსფერებიდან 3%-ს მივიღებდი. 25 აგვისტოს წავედი გუნდიდან და 28-მდე არ გაყიდეს გეილი, რომ მისი ტრანსფერიდან ჩემი წილი 30 000$ დოლარი არ ამეღო. 1,5 წელი ვიმუშავე ადამიანთან, სული და გული ჩავდე და 3 დღეში ყიდიან, რომ არ გადამიხადონ. ეს არ იყო ვაჟკაცური მათი მხრიდან. 15 000$-ზეც დავთანხმდებოდი, მაგრამ სანამ ბათუმში არ წავედი, არ გაყიდეს...".

alt"ეს კაცური საქციელი არ არის! მათ დიდი ფული მოვუტანე" - გორში დაბრუნებულ დემჩენკოს დოლარის კუპიურები გადააყარეს

alt"რაპიდმა" გეილს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

altგეილის ტრანსფერიდან მნიშვნელოვან თანხას "ჰონვედი" მიიღებს

მკითხველის კომენტარები / 22 /
Უკრაინელი კაცი? Საკუთარ დედას იმასიზავს და მაინც გაგყიდის.არარსებულია არ გაგყიდოს.ვისაც მხოლოდ ტელევიზორში გყავთ უკრაინელი ნანახი თქვენ თქვენსას მიაწექით
jordan beli
28 სექტემბერი 2023 08:01
11
ისევ ტლიკინებ,jordan beli ) როცა უკრაინელი თავის სახლს და ოჯახს ბრძოლის ველზე იცავს. როცა ღირსეული ქართველები უკრაინელ გმირებს მხარში უდგანან.
ზოგიერთი აქ ტლიკინებს !
გია
28 სექტემბერი 2023 12:13
0
Თქვენ რო ფეხბურთელის აღზრდაზე იპარაკაბთ....არა გცხვენია ჩვენწელთაღრიცხვიან დღემდე ფეხბურთელი არ გაგიზრდიათ
ლექსო-ს
27 სექტემბერი 2023 23:46
6
15 ათასი კი არა უნდა დაკიდონ ფეხებით და რაც გორის დილის ბიუჯეტიდან ფული აიღო უკან დააყრევინო
ანდრია
27 სექტემბერი 2023 22:55
22
მართალია შეიძლება ჯამში მტყუანია გორის დილა , მაგრამ სულ ფულზე ლაპარაკიც ცოტა მეზედმეტა ამ კაცი სიმართლე რომ ვთქვათ ... შეიძლება შესაბამის კითხვებს უსვამდა ჟურნალისტი და ამიტომ გამოვიდა ასე ... რაც შეეხება გეილის ტრანსფერს საერთოდ არ არის ამ შემთხვევაში გორის დილა მტყუანი წამსვლელ მწვრთნელს რატომ უნდა შეახვედრონ ამხელა თანხა 3 - 4 დღის გამო ? როგორც ამბობს ნახევარზეც თანახმა ვიყავიო ესეგი 30 ის ნაცვლად 15 რო მიეცათ რა აღარ ილაპარაკებდა ?? წარმატებები ანდრეის ბათუმში და ბათუმის დინამოს ყველა ასპარეზზე ...
bejo
27 სექტემბერი 2023 20:46
4
დემჩენკო რაც არის სახეზე ეტყობა, მარა ბათუმის დინამო რო გორის დილობაზე ოცნებობს ეგ ფაქტია. ყველა ფეხბურთელი ხო გორიდან მიყავთ, მინდვრის მომვლელი გორიდან წაიყვანეს, მერე მწვრთნელიც და ერთი პერიოდი გორშიც კი თამაშობდნენ.დ.დ.
ბათუმის გორის დილა!!!
27 სექტემბერი 2023 18:45
14
სახეზე რა ეტყობა?ასე მსჯელობა უკადრისია.მერეც რომელი ფეხბურთელი იყო გორის აღზრდილი?
ლექსო
27 სექტემბერი 2023 20:07
5
ზუსტად ვიცი ეხლა ვიღაც ჩამოხტება მაგრამ მაინც დავწერ
სამ მაქსიმუმ ხუთ უკრაინელთან მქონია საქმიანი ურთიერთობა სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო რომ ყველა ერთნაირია
ბესო
27 სექტემბერი 2023 17:53
23
გამარჯობა. არავის არ ვუდგები ადვოკატად, მაგრამ 5 უკრაინელთან თუ გქონია შეხება და ხუთივე უვარგისი იყო ეს იმას ნიშნავს რომ ყველა უვარგისია? მე 10 ქართველთან მქონია შეხება უცხო ქვეყანაში და ათივე უვარგისები და მავნებლები იყვნენ. სად არის ლოგიკა? ანუ ჩვენც უვარგისები ვყოფილვართ. ისე ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს სხვა ერებზე რაიმეს თქმის უფლება, რადგან ჩვენ თვითონ ვართ ის ხალხი, რომელიც საკუთარ დებს, ძმებს, შვილებს და მშობლებს ჰყიდდა საუკუნეების განმავლობაში. ასე რომ სანამ სხვებისკენ გავიშვერთ ხელებს ჯობს ჩვენ საკუთარ თავებზე ვიფიქროთ.
Nika
27 სექტემბერი 2023 19:09
2
გეთანხმები 100%, თან ერთი მხარის პოზიცია მოისმინეს და ეგრევე მოეორე მხარეს კრიტიკა დაიწყეს, ხო არ იციან დილას პოზიცია რა არის? და არც აინტერესებთ. ეს უცხოელია და მართალია! მითუმეტეს უკრაინელი! შინაურის დანდობა რო არ იციან ეს საერთოდ სხვა თემაა. ვიღაც სკილაჩი წერს რო დარწმუნებულია რო დემჩენკო მართალია. სულ კიდია მეორე მხარე რას იტყვის. თან მეორე მხარე ქართულია. რაზე უნდა ელაპარაკო ესეთ ხალხს?
a a
27 სექტემბერი 2023 18:41
7
აუ ეს არ გახადეს გუარდიოლა, ვერ ხედავთ ვინც არის? ერთი ფულზე დახამებული ტიპია, რომელსაც გორამდე არავინ იცნობდა. ყველა შიდა ამბავი გამოიტანა რაც გუნდიდან წავიდა და დარწმუნებული ვარ საქართველოდან რო წავა მერე უკვე ქვეყანაზე ილაპარაკებს საოცრებებს. გეგუჩაძე რო არ გაეშვა ბათუმს ეს ხო ისევ დილაში იქნებოდა? თუ ესეთი ცუდი ხალხი მუშაობს დილაში 3 წელი რატო არ წავიდა? ჭორიკანა უმადური
dogi
27 სექტემბერი 2023 17:23
27
ამ კაცმა თაივი გაიშიფრა, სულ პირველად და უკანასკნელად თქვა რო დილადან ამბიციების გამო წავედიო, იმის მერე ყველა ინტერვიუში ფულზე ლაპარაკობს და გასაგებია უკვე რატოც წავიდა. რაც შეეხება გეილის სპეცისლურად გვიან გაყიდვას, ესეთი რამე რო ფეხბურთში ხშირად ხდება დავიჯერო ამან არ იცის? რამდენი მაგალითია ამის? ბარსამ 2019 სეზონის ბოლო სამი თამაში არ ათამაშა ტრამვის მიზეზით კოუტინიო რო იმ სეზონში იმ რაოდენობის თამაშები არ დაგროვებოდა რითაც ლივერპულისთვის გარკვეული ბონუსი ექნებოდა გადასახდელი, იგივე ქნა რეალმა წინა სეზონში ვითომ ტრამვის გამო რო ჩუამენს არ ათამაშებდა. კიდევ ბევრი მსგავსის გახსენება შეიძლება.
ტორპედო
27 სექტემბერი 2023 16:58
11
ზუსტად მაგას იძახის მერე ამით რომ ფულის გამო არ წავსულვარ და ამბიციების გამო წავედი თორე დილაშიც ავიღებდი ფულებსო.
და მე მართალი ვარ კლუბის წინაშე და არ ვლაპარაკობდი მარა დილამ არ დააყენა ერთი ადგილი და მაშინ ვილაპარაკოთ ყველაფერზეო? რა არის გაუგებარი გადაეხადა დილას მადლობა რაც გააკეთა კლუბისთვის და გაეშვა. არც ეს ილაპარაკებდა და ჩახდიდა დილას ტრუსიკს
ნიკა
27 სექტემბერი 2023 17:57
7
ჩვენი უბედურება იცით რა არის??ქვეყანასაც და სპორტსაც არაპატრიოტი ხალხი რომ მართავს!!!
სოსო
27 სექტემბერი 2023 16:30
1
შემთხევვითი ხალხი ყველა სფეროში, ვითომ საქმის კეთება, ვითომ რაღაცა..
ესაა ქართველები და საქართველო.
მაგიტიმაც გაჯდებათ ყველა თავზე, რუსიც, არაბიც და ჯანდაბაც. იმიტომ, რომ ვაკუუმს ხედავანენ ჩვენს ქვეყანაში ყველა სფეროში. ხოდა ჩამოდიან და ავსებენ. ოღონდ ავსებენ თავისი ინტერსების მიხედვით.
თქვენ იჯექით და იწუწუნეთ ქართველებო.
ვაჟა
27 სექტემბერი 2023 14:03
4

სიახლეები პოპულარული