სერიები: "დინამო ბათუმმა", "თელავმა" და "სამტრედიამ" მოიგეს

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის სამი მატჩი. ლიდერმა "დინამო ბათუმმა" მეორე ტაიმში გატეხა ქუთაისის "ტორპედო" და სამი ქულა მიითვალა. კვლავ მოიგეს თავიანთი თამაშები "თელავმა" და "სამტრედიამ", რომლებსაც მშვენიერი სერია აქვთ...

თელავი 2:1 დილა

"თელავმა" ზედიზედ მესამედ მოიგო და საერთოდ, ბოლო 8 მატჩიდან 6 გამარჯვება აქვს. გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა ამჯერად გორის "დილას" აჯობეს.

თავიდან "დილა" დაწინაურდა, როცა ონორე გომისმა გიორგი გაფრინდაშვილის ჩაწოდების მერე გაიტანა - 0:1.

ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა ირაკლი რუხაძის გოლით გაათანაბრეს, ხოლო გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე
წუთზე მიითვალეს: კლასიკური კონტრშტევა, ბოლოს თორნიკე მორჩილაძის პასი და გურამ გოშთელიანის გოლი - 2:1.

"თელავი" მეშვიდე ადგილზე რჩება, "დილა" კი მეოთხეზეა.

სამგურალი 0:3 სამტრედია


"სამტრედიამ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, თუმცა მერვე ადგილზე რჩება. ჩრდილომაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილებმა ზესტაფონში სძლიეს წყალტუბოს "სამგურალს"...

სწრაფი გოლი: სერბმა სტრაჰინია პავიშიჩმა კუთხურის მერე არეულობისას გადაგზავნა ბურთი კარში. პირველი ტაიმის შუაში კი სამტრედიელი დავით უბილავას ჩაწოდებულს ნიკა კალანდარიშვილის ავტოგოლი მოჰყვა - 0:2.

მეორე ნახევარში კი ჩრდილომაკედონიელმა ალეკსანდარ მიშოვმა დაასრულა კარგი კომბინაცია. ბოლო პასი ზვიად ნაჭყებიასი იყო. 0:3.

"სამტრედიაზე" დავწერეთ, "სამგურალი" კი მეხუთე ადგილზეა.

ტორპედო 0:3 დინამო ბთ

"დინამო ბათუმმა" ქუთაისში მოიგო "ტორპედოსთან" და ათქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ "დინამო თბილისს" "საბურთალოსთან" სათამაშო აქვს.

ბათუმელებმა "ტორპედოს" სამივე გოლი მეორე ტაიმში გაუტანეს. 55-ე წუთზე გიორგი ზარიამ საკუთარი ნახევრიდან წაიღო ბურთი და ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით. რამდენიმე წუთში კი პაატა ღუდუშაურის პასს მოჰყვა ჯოვინო ფლამარიონის ახლოდან ზუსტი დარტყმა - 0:2.

ბრაზილიელ ფლამარიონს მიმდინარე კრისტალეთ ეროვნულ ლიგაში 15 გოლი მოუგროვდა და პირველ ადგილზეა ბომბარდირებში.

მესამე გოლი კი ღუდუშაურმა მიითვალა გრიგოლ ჩაბრაძის გადაცემის შემდეგ - 0:3. ღუდუშაურს 9 გოლი აქვს მიმდინარე სეზონში და ცხრავე სხვადასხვა მატჩში.

ბათუმელებზე დავწერეთ, ტორპედო კი ცხრილში მეექვსე საფეხურზეა. ისე, უნდა აღინიშნოს, რომ "ტორპედო"-"დინამო ბათუმის" ერთ-ერთი გმირი სტუმართა მეკარე როინ კვასხვაძე იყო. მან ყოფილ თანაგუნდელებს რთული ბურთები აუღო.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 20 /
ერთი რა ვალშია ასეთში დემჩენკო გორელებთან რომ ლამის გაირღვე ბოღმისგან? აბა თურმე როგორ მიატოვა და წავიდა ბათუმში. მერე კიდევ შენ კაცობაზე ნუ კითხულობ ლექციას, დემჩენკო არის პროფესიონალი,უცხოელი მწვრთნელი და სულ არ ადარდებს ეხლა ხვალ დილა სად იქნება, მაღლა თუ დაბლა. სადაც მეტი მისცეს იქ წავიდა.
კიდე ერთს გეტყვი ისე, აგერ რომას კომენტარი წაიკითხე და თუ ვერ გაიგებ, ბათუმში გეყოლება ვინმე ნაცნობი, გადაურეკე და აგიხსნის მნიშვნელობას.
ბოღმიანს
29 სექტემბერი 2023 14:06
3
roma-ს:ჯიგარი ხარ)))
გიუშა
29 სექტემბერი 2023 12:38
0
ე.ი. შენი საუბრიდან რა გამოდის-ვინმემ სამსახურში რო მიგიღოს,კაცად გაქციოს და სხვამ დაგიძახოს,უფრო მეტი გასამრჯელო შემოგთავაზოს ულაპარაკოდ მეორე დღესვე წახვალ სხვასთან????? Აფერუმ შენ ვაჟკაცობას! Არ გაუწევ იმას ანგარიშს რო თუ შენ უკვე კაცად იქეცი სხვამაც მიიღო ამაში მონაწილეობა და მინიმუმ დაწყებულ საქმეს მაინც არ მიიყვან ბოლომდე? Ყოჩაღ შენ!
Ნემსაძესაც შეთავაზა დინამო თბილისმა უფრო მეტი ხელფასი,მაგრამ სანამ სეზონი არ ჩაამთავრა არ გაქცეულა დინამოში.
Და თუკი დემჩენკომ მისცა რამე დილას,დილამაც წარმოაჩინა კარგი თამაშით დემჩენკო როგორც მწვრთნელი თორე დაიფიცე გორის დილამდე შენ თუ გაგეგო დემჩენკო როგორც ფეხბურთელი ან მითუმეტეს როგორც მწვრთნელი.რბილად რო გითხრა არც დემჩენკოს საქციელია კაცური და შენ რასაც იძახი ეგ საერთოდ მასე თუ მოიქცევი შენც(მეტი ხელფასის გადახდასთან დაგაკავშირებით) გირჩევ კაცები რო დაიხოცებიან მერე გამოდი გარეთ,მანამდე იჯექი სახლში.
Ბათუმს ქათქათას
29 სექტემბერი 2023 11:56
3
Ჰა ჰა ბევრი არ მოგივიდეთ თქვენც.ჰაეს ტო?
Gomako-Ს
29 სექტემბერი 2023 09:55
0
ძლივს დავლაგდით,იყო თავისუფალი მიქაძე და გეძინათ,ეხლა ჩააფურთხეთ...
Gomako
29 სექტემბერი 2023 08:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული