"თელავის" რიგები ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბინადარმა "თელავმა" სოციალური ქსელის მეშვეობით გვაუწყა, რომ გუნდი ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა და მალე სხვებიც წავლენ, თუმცა შევსებაც აუცილებლად იქნება.

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი "თელავი" ჯერჯერობით 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა, თუმცა წამსვლელთა სიას რამდენიმე კიდევ დაემატება - ამ ეტაპისთვის გუნდი სტეფან ბუკორაცმა, რუბენ ოლივეირამ, მაქსიმ მაიროვიჩმა, რუსტამ ხალნაზაროვმა და მუხრან ბაგრატიონმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ოფიციალურად უკვე დატოვეს.

კლუბი მადლობას უხდის ზემოხსენებულ ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის, თანამშრომლობისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებას უსურვებს როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში

რაც შეეხება
ნამატს, გეტყვით, რომ გუნდში უკვე ვარჯიშობს არაერთი პოტენციური ახალწვეული და მათ ვინაობას უახლოეს პერიოდში გავასაჯაროებთ", - წერია განცხადებაში.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართული სამსახურივითაა რა :დ
ყველა ერთად ერთ დღეს გარბის.
0
შუქის ჩამქრობიც აღარ დარჩენილა არავინ. დდ:
M-33
22:05 21-06-2024
2

სიახლეები პოპულარული