ეროვნული ლიგის 29-ე ტურში "სამტრედიამ" თბილისის "დინამო" 3:2 დაამარცხა.
პირველ ტაიმში ზვიად ნაჭყებიამ ანგარიში გახსნა, 56-ე წუთზე თბილისელთა შემადგენლობიდან ალექსანდრე კალანდაძემ წონასწორობა აღადგინა.
61-ე წუთზე ალექსანდრ მიშოვმა მასპინძლები კიდევ ერთხელ დააწინაურა, რევაზ ინჯგიამ მე-80 წუთზე გაიტანა და სხვაობა უკვე ორბურთიანი გახადა, საბოლოო ანგარიში კი ანზორ მექვაბიშვილმა 90+6 წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, "დინამო" 55 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, ბათუმის "დინამოს" 7 ქულიანი უპირატესობა კვლავ ძალაში დარჩა, დამატებით აჭარლებს თამაში აქვთ ჩასატარებელი, თბილისური გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, "გაგრასთან" ჩაატარებს.
"სამტრედია" 29 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, 8 მატჩიანი წაუგებელია სერია აქვს და "თელავსაც" 2 ქულაში მიუახლოვდა, მომდევნო შეხვედრას იმავე 21 ოქტომბერს ქუთაისის "ტორპედოსთან" გამართავს.
ყოჩაღ სამტრედიელები.
მინდორს და ამინდს არ დააბრალოთ, ორივე გუნდისათვის ერთი იყო, სამტრედიაში ტალახბურთს არ ვარჯიშობენ!