"სამტრედიამ" "დინამო" 3:2 დაამარცხა - თბილისური გუნდი მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 29-ე ტურში "სამტრედიამ" თბილისის "დინამო" 3:2 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ზვიად ნაჭყებიამ ანგარიში გახსნა, 56-ე წუთზე თბილისელთა შემადგენლობიდან ალექსანდრე კალანდაძემ წონასწორობა აღადგინა.

61-ე წუთზე ალექსანდრ მიშოვმა მასპინძლები კიდევ ერთხელ დააწინაურა, რევაზ ინჯგიამ მე-80 წუთზე გაიტანა და სხვაობა უკვე ორბურთიანი გახადა, საბოლოო ანგარიში კი ანზორ მექვაბიშვილმა 90+6 წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, "დინამო" 55 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, ბათუმის "დინამოს" 7 ქულიანი უპირატესობა კვლავ ძალაში დარჩა, დამატებით აჭარლებს თამაში აქვთ ჩასატარებელი, თბილისური გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, "გაგრასთან" ჩაატარებს.

"სამტრედია" 29 ქულით
მე-8 ადგილს იკავებს, 8 მატჩიანი წაუგებელია სერია აქვს და "თელავსაც" 2 ქულაში მიუახლოვდა, მომდევნო შეხვედრას იმავე 21 ოქტომბერს ქუთაისის "ტორპედოსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარასკოც ხომ არ გადადგება? ეს ამ სეზონში მეოთხე იქნება სამტრედიელთა მიზეზით :)
ყოჩაღ სამტრედიელები.
მინდორს და ამინდს არ დააბრალოთ, ორივე გუნდისათვის ერთი იყო, სამტრედიაში ტალახბურთს არ ვარჯიშობენ!
Jango
18:06 07-10-2023
7
ჯერ წუწუნებენ სტადიონი არ გვაქვსო.ასე თუ ისე გააკეთებენ და მერე მოვლა არ უნდათ.რას გავს გაზონი, როგორ შეიძლება მაქ თამაში.ან წყალტუბოს გაზონი, ქუთაისისაც ცოტა ხანში უვარგისი იქნება თუ არ მიხედეს.
კახა ქ.
05:25 08-10-2023
0

სიახლეები პოპულარული