ეროვნული ლიგის 29-ე ტურში წყალტუბოს "სამგურალმა" ქობულეთის "შუქურა" 5:0 დაამარცხა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი გიორგი სულაქველიძის მე-17 და 28-ე წუთებზე გატანილი გოლებით მოიგეს. მეორე ნახევარში ნიკა ხორხელმა 48-ე წუთზე ქობულეთელების კარი აიღო, 58-ე წუთზე დენის ბალანიუკმაც გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი დემურ ჩიხლაძემ 64-ე წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, "სამგურალი" 46 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 21 ოქტომბერს, "თელავთან" გამართავს.
"შუქურა" 8 ქულით ბოლო, მე-10 პოზიციას იკავებს, 20 ოქტომბერს კი "საბურთალოს" უმასპინძლებს.