სტუმრების დღე: "დინამო თბილისმა" და "ტორპედომ" მოიგეს

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 31-ე ტური დასრულდა. ორი მატჩი გაიმართა და ორივე სტუმრებმა მოიგეს. საინტერესოა, რომ სულ 5 გოლი გავიდა და აქედან 4 უცხოელებმა გაიტანეს.

სამგურალი 0:2 დინამო თბ

"დინამო თბილისმა" წინა ორი ტური წააგო და პლუს, საქართველოს დავით ყიფიანის თასიდანაც გავარდა. და გავარდა სწორედ წყალტუბოს "სამგურალთან" (1:1, პენალტებში 3:5). ამჯერად კი ანდრეს კარასკოს გაწვრთნილმა გუნდმა წყალტუბოელებს 2:0 მოუგო.

პირველი გოლი სერბმა ზორან მარუშიჩმა გაიტანა ანზორ მექვაბიშვილის კარგი პასის შემდეგ. მეორე ნახევარში კი გვინეელმა უსმანე კამარამ შორიდან დარტყმით 0:2 გახადა ანგარიში.

მარუშიჩსაც და კამარასაც 11-11 გოლი აქვთ მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

"დინამო თბილისი" მეორე ადგილზეა და 9 ქულით ჩამორჩება ლიდერ "დინამო ბათუმს". "სამგურალი" კი მეექვსეზეა.

გაგრა 1:2 ტორპედო

ქუთაისის "ტორპედო" ამ გამარჯვებით მესამე ადგილზე გადავიდა, "გაგრა" კი ისევ ბოლოსწინაზეა.

პირველი ტაიმი "გაგრამ" მოიგო. მარცხენაფლანგემა საბა მამაცაშვილმა ძლიერი დარტყმით დაბალ კუთხეში გაიტანა და საინტერესოა, ეს 21 წლის მამაცაშვილის ზედიზედ მესამე გოლია ჩემპიონატში.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა სერბმა ნიკოლა ნინკოვიჩმა გიორგი მჭედლიშვილის პასით გაათანაბრა, ხოლო შემდეგ კამერუნელმა ფრანსუა ეკონგოლომ ჰაერში ერთ შეხებაში დარტყმით ლამაზი გოლი მიითვალა. პასი ნინკოვიჩმა გაუკეთა... 1:2.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაღა დროს ხაჩიძეა
მაგის ლოთის იმედად რომ გუნდი იქნება, მეორე ლიგაში უნდა გავარდეს სასწრაფოდ
გაგრა ვოვა ვავა
14:54 30-10-2023
0
Თქვწნ რაᲦა გᲭირᲗ "Შუქურამ" არ მოიგო ასვლა?
რატი
10:57 30-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული