"დინამო თბილისმა" და "დილამ" მოიგეს; 4 ტური დარჩა...

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32-ე ტური დასრულდა. ორი მატჩი გაიმართა: "დინამო თბილისმა" შინ "თელავს" სძლია, ხოლო გორის "დილამ" აუტსაიდერ ქობულეთის "შუქურას" აჯობა...

შუქურა 1:2 დილა

გორის "დილა" ამ გამარჯვებით მეოთხე ადგილზე გადავიდა. მატჩის სამივე გოლი პირველი ტაიმის ოთხწუთიან მონაკვეთში გავიდა...

"დილადან" ორივე გოლი გიორგი გაფრინდაშვილმა მიითვალა, ამ გოლს შორის კი "შუქურადან" ალეკო ანანიძის გატანილი ვნახეთ.

საინტერესოა, რომ გაფრინდაშვილმა ორივე გოლი რეზი ჩიტეიშვილის ჩაწოდებული აუტის მერე პირველივე შეხებით გაიტანა... ორივეჯერ საშუალო მანძილიდან.

დინამო თბ 4:0 თელავი

მოქმედმა ჩემპიონმა დიდი ანგარიშით სძლია მეშვიდე
ადგილზე მყოფ "თელავს". "დინამო თბილისი" მეორე ადგილზეა და 9 ქულით ჩამორჩება "დინამო ბათუმს"...

პირველი გოლი გვინეელმა უსმანე კამარამ გაიტანა დავით სხირტლაძის პასის მერე. მეორე ტაიმის დასაწყისში კამარამ ასისტენტობა გაწია გიორგი ხარაიშვილს და 2:0...

დანარჩენი ორი გოლი ბოლო 10 წუთში გავიდა და ორივე სერბმა ზორან მარუშიჩმა მიითვალა. ჯერ ლაშა ოდიშარიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა, მერე კი ლევან ოსიყმაშვილის პასს მიაყოლა ზუსტი დარტყმა. მარუშიჩს 13 გოლი მოუგროვდა. აქვე ვთქვათ, რომ კამარას 11 გოლი აქვს, ხოლო ხარაიშვილს - 7.

4 ტური დარჩა. ჩემპიონობისთვის ორი გუნდი იბრძვის. მესამე ადგილზე გასვლის შანსი ოთხ კლუბს აქვს... "თელავი"-"სამტრედია"-"გაგრადან" ერთი ჩვეულებრივ დარჩება კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, ორს კი ფლეი-ოფი მოუწევს ლიგა 2-ის წარმომადგენლებთან.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული