"შოტლანდიელებო, მადლობლები იყავით, რომ უკვე გახვედით, რადგან საქართველოში..." - სტივ კინი მატჩამდე Dailymail-ს ჩვენს ქვეყანასა და საქართველოს ნაკრებზე ესაუბრა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა, შოტლანდიელმა სტივ კინმა, dailymail-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

გთავაზობთ ჩვენთვის საინტერესო ნაწყვეტებს ინტერვიუდან, სადაც კინი საქართველოს ნაკრებსა და ქართულ ფეხბურთზე საუბრობს. 

"შოტლანდიელები მადლობლები უნდა იყვნენ, რომ უკვე შეძლეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რადგან მათ ახლა საქართველოსთან უწევთ შეხვედრა. საქართველოსთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ჩაიარა შესარჩევმა ეტაპმა. შოტლანდიამ იცის წარსულის მატჩებიდან, რომ მათ საქართველოში ძალიან მტრული გარემო დახვდებათ და საქართველო მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს წარუმატებელი
შესარჩევი ჰქონდა, გულშემატკივრები თბილისში აქტიურად ქომაგობენ მათ. ისინი შოტლანდიელებს ჰგვანან. ისინი ისეთი ამაყები და პატრიოტები არიან, რომ წინა შედეგები და თამაშები უმნიშვნელოა, რადგან საქართველო მაინც მთელი ძალით ითამაშებს.

ეს არის ქვეყანა, რომელსაც ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. მაგალითად, მამარდაშვილი, რომელიც "ვალენსიას" მეკარეა და რომლის მიმართაც სერიოზულ ინტერესს იჩენენ. კვარაცხელია "ნაპოლიში" ბრწყინვალედ თამაშობს და როდესაც მათ უყურებ, ფიქრობ, რომ უფრო მეტი მათგანი უნდა თამაშობდეს უკეთეს ჩემპიონატებში. არაა გამორიცხული, რომ ინგლისურმა კლუბებმა უკვე ისე აქტიურად დაიწყონ მათზე დაკვირვება, როგორც იტალიელებმა.

ნაკრების უმეტესობა ფეხბურთელი არ თამაშობს საქართველოში, მაგრამ ყველამ საქართველოს ჩემპიონატში დაიწყო თამაში. ასე რომ, ამ ჩემპიონატში ძალიან ბევრი მოთამაშეა, რომლებიც მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ და არ გამიკვირდება, რომ იტალიური კლუბები სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ ერთმანეთს, რომ ეს ფეხბურთელები ხელში ჩაიგდონ.

მე უკვე მკითხა რამდენიმე მწვრთნელმა ქართველ ფეხბურთელებზე და მე ყოველთვის გულწრფელი ვარ მათთან. ჩვენ გვყავს კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები, მათ შორის, ძალიან კარგი 19 წლის ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელიც ახლა ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად არის. ის ტოპ-მოთამაშეა და უახლოეს წლებში მის სახელს ძალიან ხშირად გაიგებთ. ის ძალიან ძლიერი, სწრაფი და აგრესიული მცველია. მე არ მგონია, რომ ჩვენ მის შენარჩუნებას შევძლებთ, რადგან იტალიური კლუბები აქტიურად აკვირდებიან მას. ის აუცილებელად კარგ კლუბში აღმოჩნდება.

გიორგი არაბიძეს, ჩვენს მარჯვენა ვინგერს, ასევე შეუძლია ტოპ-დონეზე თამაში. კვარაცხელია დიდებულია, მაგრამ მისი მსგავსი ფეხბურთელები სხვებიც არიან ეროვნულ ჩემპიონატში", - თქვა კინმა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
სიმართლე, ადამიანი დადებითად საუბრობს ქვეყანაზე სადაც მუშაობს, შენ კი მაინც იკიდებ... არა ხარ მართალი. ხო გუნდრუკის კმევასთან შოტლანდიელები შორს არიან, ეს თქვენი ქართველების მონაგონია და ასრულებთ კიდევაც. რა, რომ არ გაქოთ, კონტრაქტს შეუწყვეტს ტორპედო თუ როგორაა საქმე..
ზლადკო
19 ნოემბერი 2023 23:23
0
შე შე ამას რავალი გააფირისტებულა ქუთეისში.
ივერი
19 ნოემბერი 2023 17:27
8
))))))))
სვანსკი
01 დეკემბერი 2023 22:19
0
ეს კაცი თბილად და დადებითად საუბრობს ამ ინტერვიუში, თუმცა რეალობა ასეთია: კარგ ფულს უხდიან (რასაც თავის ქვეყანაში ალბათ ვერ იშოვიდა), კომფორტულად გრძნობს აქ თავს და ამიტომაც გადაწყვიტა ჩვენთვის გუნდრუკის კმევა. რაც არ უნდა იყოს, მაინც დასაფასებელია როცა უცხოელი (მით უმეტეს ევროპელი) დადებით რეკლამას უკეთებს ქართულ ფეხბურთს და ქართველ ფეხბურთელებს, რადგან ბევრი უმადურიც გვინახავს
სიმართლე
16 ნოემბერი 2023 11:47
3
მადლობა ამ ინტერვიუსთვის და შენს პირს შაქარი ჩემო კინ, მაგრამ ყველა სიკეთესთან ერთად ცოტა არ იყოს გაგირეკია კიდეც - კვარას მსგავსები თუ გვყავს ეროვნულ ჩემპიონატში, დაგვანახე, იქნება ჩვენ ვერ ვხედავთ
fani
16 ნოემბერი 2023 11:43
0
ან ეს ან დემჩენკო..
ნიკა
16 ნოემბერი 2023 10:18
0
უცხოელი მწვრთნელი თუ გინდათ ასეთი უნდა იყოს და არა სანიოლის ნაირი დეგენერატი. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, უცხოელი მწვრთნელები როცა მიყავთ თავიანთი შესაბამისი და შესაფერისი. ოღონდ უფრო მაღალი კვალიფიკაციის. და ეგრე აკეთებინებენ თავიანთ საქმეს
Vigac
15 ნოემბერი 2023 22:57
4
თუ შოტლანდიას ვერ მოუგო ჩვენმა ნაკრებმა სანიოლი უნდა წავიდეს სანამ გვიანი იქნება თითზე კბენანი. განმეორდება მამედონია 2. ნეტავი ვცდებოდე მაგრამ არა მგონია.
ზურა
15 ნოემბერი 2023 22:42
3
რა ადვილია ქართველის გულის მოგება ცარიელი სიტყვებით. ოღონდ შეაქე და ყველაფერს იზავს. შედეგი მესამეხარისხოვანია. 27 ივლისის კომენტარებს გადახედეთ, როცა ტორპედომ სახლში 1-4 წააგო. სულ ამ კაცის გინება იყო. პრინციპში საფუძველიანად. ახლა ერთი ორი სიტყვა შეგვაშველა და უკვე ზოგს ნაკრების მთავარ მწვრთნელად უნდა.
დავით 67
15 ნოემბერი 2023 21:37
0
სანიოლს თუ ანდეთ ნაკრები კინიც იმსახურებს ნაკრების მწვრთნელობას მითუმეტეს ტორბედოსგან როგორი რესურსით რა შედეგს დებს.
ტიტე
15 ნოემბერი 2023 20:51
8
ვეთანხმები რომ ჩაიბაროს ნამრები იგივე ტორპედო როგორ აათამაშა.გუნდი სანიოლის ხელში არ ვითარდება დააკვირდით სუსტებთან ვიგებთ კლასის ხარჯზე ძლიერ გუნდებთან არაფერი გსმოდის ვსისის დონეა არაფერი სხვა.
გია
15 ნოემბერი 2023 20:28
9
შვედეთიც სუსტი გუნდი იყო? ან მაკედონიას და ბულგარეთს გასვლაზე რომ დავადეთ ვისი დამსახურება იყო??? ძალიან მოკლე მეხსიერება გვქონია და ძალიან უმადური ხალხი ვყოფილვართ ქართველები... სამწუხაროდ...
Mazzola
15 ნოემბერი 2023 21:17
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული