"ვფიქრობ, ჩემზე არჩევანი ამიტომ გააკეთეს... ეს სტილი ამ გუნდს ძალიან მოუხდება" - "დინამოს" მწვრთნელის პირველი კომენტარი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელად 44 წლის ავსტრიელი ფეხბურთის სპეციალისტი ფერდინანდ ფელდჰოფერი იმუშავებს. მხარეებს შორის წელიწადნახევრიანი შეთანხმება შედგა.

მან საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლის შემდეგ კლუბის ოფიციალურ გვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა.

ყოფილი ფეხბურთელის სამწვრთნელო კარიერა ადგილობრივ "ლაფნიცში" 2015 წელს დაიწყო. 2019 წლიდან ავსტრიელი სპეციალისტი "ვოლფსბერგერს" წვრთნიდა და გუნდთან ერთად ევროპა ლიგის მერვედფინალშიც ითამაშა, გუნდში კი ორი ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე, ასპარეზობდა. ფელდჰოფერის ბოლო კლუბი ვენის "რაპიდი" გახლდათ.

საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ფერდინანდ ფელდჰოფერი სხვადასხვა დროს "შტურმის", ვენის "რაპიდის" და "ვაკერ ინსბრუკის"
ღირსებას იცავდა. 2010 წელს კი ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე, "დინამოსა" და შტურმის "დაპირისპირებაშიც" მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები..ციტა მეტი დრო ვაცადოდ ეს ბიჭები არ უნდა დაიკარგონ არასტაბილურობის გამო ვინც ეხლაა დინამოში,უცხოელი მწვრთნელი მეტს გაგარისკინებს მეტს მოგთხოვს და ნახევარიც რო შეუსრულოთ ( ვგულისხმობ ფიფიას) ეგებ ტორპედოზე და დილაზე უკან აღარ დაავრჩეთ!! ( ძალიან მომწონს ტორპედოს გამოღვიძება სულერთია როგორი სახით ზოგი სახოს ტრანსფერს ძალიან აკნინებს..ბიორნი და ჟორჟინიო კლაიჩი არაბა მწვრთნელი ძალიან კარგი ნადავლია,სტადიონი ფორმები!წარმატებები მათაც! დილას უნამუსო მწვრთნელმა აურია გეგმები სავარაუდოდ მაგრამ მჯერა დალაგდებიან უკვე ისწავლა მაგ სასტავმა ბიზნესის კეთება და ამასთან ერთად გორს ფეხბურთი აქ და საკმაოდ ნორმალური,ოხ ბერიძე ბერიძე რა შეეძლო და რა ქნა(( დინამო გვინდა რომ ძლიერი იყოს კონფერეს ლიგით ორი სამი წელი ზედიზედ ერთი მონდომებაა გააკეთეთ როგორმე და გადაიყვანეთ ქართული ფეხბურთი ახალ ეტაპზე რესურსიც არის სტადიონებიც ქომაგიც და ფულიიიი ბაბა დიდი ფული სწორი მუშაობით!!!
მირო+
17:29 17-06-2024
2
გააგდებენ ამას დეკემბერში !!
3

სიახლეები პოპულარული