არჩილ ბერიძე: შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე განცხადება გაავრცელა:

"ძვირფასო გულშემატკივრებო! დროა შევაფასოთ 2023 წლის საფეხბურთო სეზონი და ჩემი ემოციები გაგიზიარო.

რთული და ამავდროულად საინტერესო წელი გვქონდა, პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, ყველა მხარდამჭერს და სპონსორს, ადამიანებს ვინც გასული სეზონის მანძილზე რთულ მომენტებშიც მხარში გვედგა და წარმატებასაც ჩვენთან ერთად იზიარებდა.

"დინამო ბათუმს" თავისი 100-წლიანი არსებობის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი აქვს, ეს შედეგი ჩვენმა ერთიანობამ და თავდაუზოგავმა შრომამ მოიტანა. ბოლოდროინდელ წარმატებაში განუზომელი წვლილი აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და
მის მეთაურს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, ისევე როგორც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ბათუმის მერს ბატონ არჩილ ჩიქოვანს.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენი გუნდის მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბს და პერსონალს. ფეხბურთში მთავარი რა თქმაუნდა, რეზულტატია, ბოლო სამ სეზონში მეორედ გავხდით ქვეყნის ჩემპიონები და შეუძლებელია ამ შედეგით არ ვამაყობდეთ.

აქვე მსურს ჩემი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ბატონი გია გეგუჩაძის მიმართ, რომელმაც 6 წლის მანილზე უდიდესი სამუშაო გასწია და ჩვენი კლუბის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

გარკვეულ ეტაპზე ყველა საფეხბურთო კლუბის ცხოვრებაში დგება გარდამტეხი ცვლილებების და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის დრო. ჩემი შეხედულებით სწორედ ეს არის "დინამო ბათუმის" გულშემატკივრების დაკვეთა და ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევა სამომავლოდ.

გუნდის ძირითადი ბირთვის შესანარჩუნებლად და შემადგენლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, თუმცა იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში მოთამაშეების შენარჩუნება მხოლოდ ჩვენს სურვილზე დამოკიდებული არ იქნება.

ვემზადებით ახალი სეზონისთვის, ახალი იმედებით და უცვლელი მიზნით - ევროპული საფეხბურთო ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გასვლა.

გელოდებით ყველას 2024 წელს adjarabet Arenaზე, სადაც ისევ გვექნება თქვენი მხურვალე მხარდაჭერის და სამაგალითო გულშემატკივრობის იმედი".

მკითხველის კომენტარები / 11 /
მიიხედეთ მოიხედეთ! ვითომ ახალია ის ამბავი, რომ თბილისი ქვეყნის თავკომბალაა? ნახევარი მოსახლეობა მანდ ცხოვრობს, ფეხბურთელები კი ციდან არ ცვივა. შეგახსენებთ ბატონებო, რომ თავის დროზე თბილისის დინამო წარმოადგენდა რესპუბლიკის ფაქტიურ ნაკრებს. რეგიონებიდან იღებდა კადრების შევსების აბსოლუტურ უმრავლესობას. ძირითადი ინფრასტრუქტურა მთლიანად რესპუბლიკის ხარჯზე შეიქმნა. იქნებ გვითხრათ ეს თანამედროვე აკადემია რის ხარჯზეა შექმნილი. კერძო მფლობელის ხელში რაიმე წონადი შემოსავლები გაუჩნდა, რეკლამას ყიდის ან ტრანსლაციას, იქნებ ბილეთებს? სტადიონიც მუქთად ხომ არ შერჩა? რეგიონისკენ თითის გაშვერა ვერ მოგიწონეთ. გაიხსენეთ მხოლოდ კლასვიკი, სრულებით საკმარისია იმის გასააზრებლად სად ვართ მთლიანად ქართული ფეხბურთი, სხვას რომ თავი დავანებოთ. აქ, ბათუმშიც იგივე ფანდურზე უკრავენ, ნაცნობსა და მშობლიურზე.
ამატაკი
21:32 29-12-2023
0
აუუ მოკლეთ ეს ფიფია 2 არის მგონი :D
ფლამარიონი რო საფრანგეთის ლიგა 2 ბოლო ადგილზე მყოფ გუნდში გაგექცევა მანდ მორჩა ჩვენი ჩემპიონატი და ჯგუფურებზე პრეტენზია.
იკა
11:44 14-12-2023
0

სიახლეები პოპულარული