ფლამარიონი ფრანგული გუნდის ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
27 წლის თავდამსხმელ ჯოვინო ფლამარიონს, რომელიც გასულ სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ფლამარიონმა ლიგა 2-ის "ვალანსიენში" სამედიცინო შემოწმება გაიარა და ხელშეკრულება გააფორმა. ის ახალ გუნდში 96-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"ვალანსიენი" 17 ტურის შემდეგ 11 ქულით აუტსაიდერია და 16 დეკემბერს "პარიზს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მაგი მალე დაბრუნდება და თანაც მუხლიჩოქა. საქართველოს ჩემპიონატის მეტს ეგ ვერ ქაჩავს. გაიხსენეთ მისი თამაშები ევროტურნირზე, თუ თამაშობდა არც კი ჩანდა.
გიზოგ
10:11 26-12-2023
0
ესეგი რა გამოდის რო ისეთ ტრაკშია ჩვენი ჩემიონატი რო სასტავი არის ოღონდ გაიქცეს :D
ეხლა ეს ჩემპიონტის საუკეთესო ბომბარდირი უფასოდ გადადის ლიგა 2 გუნდში ( ანუ დიდი ალბატობით ლიგა 3 ში გადავა :D ) და უკეთესი შემოთავაზება რო არ ქონდა ხო ფაქტია ?
იკა
11:38 14-12-2023
1

სიახლეები პოპულარული