"სამგურალს" მიხეილ აშვეთია გაწვრთნის

AutoSharing Option
უკრაინელ მწვრთნელს, ოლეკსანდრ პოკლონსკის, "სამგურალთან" კონტრაქტი დაუსრულდა და სამშობლოში დაბრუნდა, მის ნაცვლად კი გუნდი მიხეილ აშვეთიამ ჩაიბარა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს:

"წყალტუბოს "სამგურალს" გუნდის სპორტული დირექტორი მიხეილ აშვეთია გაწვრთნის.

46 წლის სპეციალისტი პრო-ლიცენზიის მფლობელია და საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილებაც აქვს.

წლების წინ მუშაობდა ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად. 2021 წლიდან იყო "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. გასული წლიდან მუშაობს კლუბის სპორტულ დირექტორად.

ვულოცავთ მას ამ საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნას და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ!"

მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენიერი ფეხბურთელი და ადამიანი. ყოველთვის ვგულშემატკივრობდი, მჯერა წარმატებული მწვრთნელი იქნება!
გიორგი
14:36 19-12-2023
2

სიახლეები პოპულარული