გორის "დილას" რუი მოტა ჩაიბარებს

AutoSharing Option
გორის "დილას" პორტუგალიელი სპეციალისტი რუი მოტა გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.

"ჩვენს კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამიერიდან ,,დილას” 44 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი რუი მოტა გაწვრთნის. რუი მოტას მთავარი მწვრთნელის ასისტენტის და მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ნამუშევარი აქვს ისეთ კლუბებში, როგორებიცაა: პორტუგალიური ,,ბრაგა” და ,,მორიერენსე”, ასევე, ვარშავის ,,ლეგია”, ბელგიური ,,სტანდარტი” და ბრაზილიური ,,ვასკო და გამა”; ასევე - "ალკოჩეტენსესა” და ,,სიბენიკის” ასაკობრივი გუნდები. რუი მოტასთან ერთად კლუბში მისი ასისტენტის თანამდებობაზე იმუშავებს ასევე პორტუგალიელი სპეციალისტი ემანუელ რიბეირო.

34 წლის სპეციალისტს ასისტენტის
თანამდებობაზე ნამუშევარი აქვს ისეთ კლუბებში, როგორებიცაა დონეცკის ,,შახტარი” და პოლონური ,,გნდანსკი", - წერს "დილას" პრესსამსახური.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბათუმის დინამოც დათაგეთ :D
კაკი
06 იანვარი 2024 01:50
0
დინამო ბათუმი ხო ყურადღებით ხარ? მოიგებს ეს კაცი 2-3 თამაშს და მერე შეგიძლიათ წაიყვანოთ, დილა ახალს მოძებნის ვინმეს
მე
06 იანვარი 2024 00:16
0
კონტრაქტში უნდა ჩაუწერონ რომ არავითარ შემთხვევაში ბათუმში არ გადავა
rigiti
05 იანვარი 2024 22:57
0
ნამუშევარი რას ნიშნავს ნეტა.მწვრთნელად თუ ბურთის მომტანად? კლუბში ბევრი თანამდებობაა
მახო
05 იანვარი 2024 21:59
3
საინტერესო იქნებოდა გორული კლუბის ჩემპიონობა და ლიგის გზით ევროტურნირების დაწყება, არასდროს შეურცხვენია ამ გუნდს თავი. ტორპედოც სერიოზული ძალა იქნება წელს. კარგ ჩემპიონატს ველოდები.
რაბუ
05 იანვარი 2024 20:17
0
ვულოცავ ბათუმის დინამოს კარგი მწვრთნელის პოვნას)))
შოთა
05 იანვარი 2024 16:55
1
საღოლ დდ:
Helados
05 იანვარი 2024 18:29
0
ეჰჰ დილა მაინც ყოფილიყო რომელიმე დინამოს მაგივრად ევროთასებზე. მაგათზე მეტს მაინც შეძლებდნენ
Psx
05 იანვარი 2024 16:44
0
გორის დილა და ქუთაისის ტორპედო, ეს ორი გუნდია ქართული საკლუბო ფეხბურთის ნამუსი!!!
dogi
05 იანვარი 2024 16:16
3
ისეთი დოსიე აქვს ბათუმი დაადგამდა უკვე თვალს
Dima
05 იანვარი 2024 15:31
0
არაა გამორიცხული რომ დაედგა თვალი უკვე ბათუმს, მაგრად მიკვირს ამ კლუბის, იმენა მარტო შიდა ბაზარს უყურებენ და ქართული კლუბების ფეხბურთელებს დასდევენ, ვის რა წაართვან მაგაზე არიან გადართულები, ამიტომ ვერ დადო შედეგი ვერასდროს ევროპაზე. არადა ყველანაირად გამართული კლუბია საქართველოს პირობაზე და არ უნდა უჭირდეთ ნორმალური მწვრთნელის და ფეხბურთელების მოზიდვა
anti
05 იანვარი 2024 16:23
0
ვაა, ასეთ გუნდებში ნამუშევარი მწვრთნელები როგორც მინიმუმ შტერები არ იქნებიან. საღოლ გორელებს!!!
mamuka09ze
05 იანვარი 2024 15:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული