გიორგი წიტაიშვილს კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულმდე აქვს გაფორმებული, სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ბათუმის "დინამოში" თამაშობს და თავისი მომავლის შესახებ კომენტარი უკრაინულ მედიასთან გააკეთა:
"ჯერ ამაზე არ ვფიქრობ. ჩემი მიზანი თავდაჯერების დაბრუნებაა. ზაფხულამდე მნიშვნელოვანია ბევრი სათამაშო დრო მივიღო და კარგი სტატისტიკა გავიკეთო. შემდეგ კი გამოჩნდება. არ ვიცი, რას მეტყვიან, რადგან კიევის "დინამოს" ვეკუთვნი.
არ ვიცი, რას გადაწყვეტენ - ჩემს დაბრუნებას მოისურვებენ, გაყიდვას, თუ ისევ იჯარით გაშვებას. იგორ სურკისს (კიევის დინამოს პრეზიდენტი) დაველაპარაკებით და დავინახვთ, რა იქნება. რა თქმა უნდა,
გეგმები არსებობს, მაგრამ აფიშირება არ მინდა და თავს შევიკავებ".
ქართველობა უკრაინელობაზე რომ არ გაცვალა უკრაინელების აგრესია აქედანაა.