ჩვენი ჩემპიონატის გასული სეზონის ერთ-ერთმა ბომბარდირმა (17 გოლი სამ ფეხბურთელს დაუგროვდა), ხელი 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა.
აღსანიშნავია, რომ ამავე გუნდის ღირსებას ჯაბა ჯიღაური იცავს. მარუსიჩი თბილისის "დინამოში" ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა. მან ჯამში დედაქალაქური გუნდის ფორმა 69 შეხვედრაში მოირგო, სადაც 33 გოლი გაიტანა.