"დინამო თბილისი" შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
"დინამო თბილისი" რამდენიმე დღეში შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, რომლის პირველი ეტაპიც თბილისში, საწვრთნელ ბაზაზე გაივლის, ხოლო მეორე ნაწილი თურქულ შეკრებას დაეთმობა.

სეზონის განახლებამდე გუნდში არაერთი სიახლე იქნება, თუმცა მანამდე გვინდა რამდენიმე ფეხბურთელს დავემშვიდობოთ.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა ზორან მარუშიჩთან, გაგი მარგველაშვილთან, მუსა სანგარესთან და დენის ბუშნიასთან. მოთამაშეებმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს. მათთან ერთად თბილისურ კლუბში კარიერას აღარ გააგრძელებენ ლუკა ლაკვეხელიანი და ვატო არველაძე. ორივე მათგანს "დინამოსთან" არსებული კონტრაქტი ამოეწურა. რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილს, მისი საიჯარო ხელშეკრულება
დასრულდა და შესაბამისად, ნახევარმცველი უნგრულ კლუბს დაუბრუნდა.

"დინამო თბილისი" თითოეულ მოთამაშეს მადლობას უხდის კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვინმე ნორმალურ მოთამაშეს თუ არ მოიყვანთ არაფერი გამოვა
dato
22:44 12-01-2024
0
მოაშორეთ რუსი ბიზნესმენები (ფიფია და ჯუღელი) ქართულ ფეხბურთს!
ქ. გ.
05:13 09-01-2024
8

სიახლეები პოპულარული