"დინამო თბილისი" შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
"დინამო თბილისი" რამდენიმე დღეში შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, რომლის პირველი ეტაპიც თბილისში, საწვრთნელ ბაზაზე გაივლის, ხოლო მეორე ნაწილი თურქულ შეკრებას დაეთმობა.

სეზონის განახლებამდე გუნდში არაერთი სიახლე იქნება, თუმცა მანამდე გვინდა რამდენიმე ფეხბურთელს დავემშვიდობოთ.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა ზორან მარუშიჩთან, გაგი მარგველაშვილთან, მუსა სანგარესთან და დენის ბუშნიასთან. მოთამაშეებმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს. მათთან ერთად თბილისურ კლუბში კარიერას აღარ გააგრძელებენ ლუკა ლაკვეხელიანი და ვატო არველაძე. ორივე მათგანს "დინამოსთან" არსებული კონტრაქტი ამოეწურა. რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილს, მისი საიჯარო ხელშეკრულება
დასრულდა და შესაბამისად, ნახევარმცველი უნგრულ კლუბს დაუბრუნდა.

"დინამო თბილისი" თითოეულ მოთამაშეს მადლობას უხდის კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვინმე ნორმალურ მოთამაშეს თუ არ მოიყვანთ არაფერი გამოვა
dato
12 იანვარი 2024 22:44
0
მოაშორეთ რუსი ბიზნესმენები (ფიფია და ჯუღელი) ქართულ ფეხბურთს!
ქ. გ.
09 იანვარი 2024 05:13
8
ის რუსი ბიზნესმენები შენ რომ ახსენებ ერთი ფეზბურთელებს ზრდის და ყველა ნაკრებს აწვდის და უმეტესად დინამოს აღზრდილი ფეზბურთელების დამსახურებაა ნაკრების წინსვლა რაც შეეხება მეორეს მას ეს ფეხბურთელები ევროპის ტოპ ლიგებში მიჰყავს რომ არა ისინი მოგიწევდა მაჩანჩალა ნაკრების ხილვა ისევ როგორც მრავალი წლის განმავლობაში ასე რომ დაანებეთ ამ სპორტის გაპოლიტიკურიზებას თავი ტეხაავს ბიჭო ტეხაავს უკვე ძმებო
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი
24 იანვარი 2024 05:01
0
მარაზმატიკი რომანა.სოფლის გუნდად აქცია დინამო.დიდი ეჭვია რომ ამას შეგნებულად აკეთებს.სხვა ახსნა უბრალოდ არ არსებობს.მისი ბოლო განცხადებებჯდან გამომდინარე.აკადემიაზე გაუთავებელი საუბრიდან,დიღმის ბაზაზე საუბრიდან გამონდინარე,ეჭვგარეშეა რომ ყიდის ბაზის ტერიტორიას და თან ყველას აბოლებს ახალს ავაშენებო.პატრონი კი არავინაა.ეს არის ფეოდალი განუსაზღვრელი უფლებებით.გულისამრევია ეს ყველაფერი.
Master
09 იანვარი 2024 00:31
1
საქართველოს პირველობაზე გუნდი მოწვეული ფეხბურთელებით დააკომპლექტო, მილიონები გადაყარო და ევროპის ტურნირზე 2-3 თამაში მოიგო, სისულელეა, რადგან ჩვენი ლიგა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ 4-5 ფულიანი გუნდი გვყავდეს და ძლიერი შემადგენლობა დაიქირაო. ჩვენი ფეხბურთის ძირითადი საქმიანობა ძლიერ ახალგაზრდების გაზრდა და ევროპის ტოპ გუნდებში თამაში უნდა იყოს. ამით ფულიც გაკეთდება ფეხბურთის შემდეგი განვითარებისათვის და ნაკრებისთვის ძლიერ შემადგენლობასაც მოვუყრით თავს.
ჟორა გაბრიჭიძე
09 იანვარი 2024 00:31
8
აზრზე არ ხარ რაზე წერ. ფეხბურთელი არ იზრდება დაბალი დონის ლიგაში ტალანტი რომელიც მონდომებულია და თან შრომობს თუ გაუმართლებს ისედაც გაიკვლევს გზას და ამის მაგალითია კვარაცხელია და მამარდაშვილი რომელიც ფიფიამ დაუფიქრებლად მოისროლა გუნდიდან ისე რო შანსიც არ მისცა მერე ერთი რუბინში მოხვდა და მეორე ვალენსიაში იმიტო კი არა რო მზა პროდუქტები იყნენ უბრალოდ კარგმა სპეციალისტებმა დაინახეს პოტენციალი და განავითარეს თორე აქ არაფრის შანსი არ ექნებოდათ. ამიტომ უნდა იყოს მინიმუმ ოთხი ძლიერი საშუალო ევროპული დონის კლუბი რომ კონკურენციაში ფეხბურთელები გაიზარდონ თორე გავაუქმოთ მაშინ პროფესიონალური ლიგა და საბავშო ტურნირებად ვაქციოთ და რას მივიღებთ ვინ წაიყვანს აქედან ფეხბურთელებს საერთოდ დაეცემა ჩვენი ისედაც სულის მღაფავი ფეხბურთის დონე ნულამდე. ფიფიას მიზანი დინამოს განადგურება და ამით ალბათ თავის რუს მეგობრებს უნდა ასიამოვნოს რო იქნებ ისევ ჩასვან რომელიმე პულკაში და ფული აშოვნინონ ასეა დღეს სამწუხაროდ საქართველოში სამშობლოს ინტერესების გაყიდვით უფრო შოულობენ ფულს ვიდერე რაიმე ღირებული პროდუქტის შექმნით რაშიც არ აარი დაინტერესებული ჩვენი მეზობელი უფრო ჩვენი წარუმატებლობა უხარია და აწყობს. ფიფიას გარდა არცერთი კლუბის მესვეური არ თანამშრომლობს კარგახანია რუსულ კლუბებთან ეს კიდე პანტაპუნტით აგზავნის მოსკოვის დინამოში და კიდევ რაღაც გაუგებარ რუსულ კლუბებში დინამოელ ახალგაზრდებს.
გიოსვანი
09 იანვარი 2024 09:39
3
ფული არ აკლია, წუწურაქია. "შეფზეა" საუბარი.
გულშემატკივარი
08 იანვარი 2024 23:51
0
შუქის ჩაქრობა არ დაგავიწყდეთ დდ: ეხლა ვინაა რიგში ვის რომელი პროფესიით დაკომპლექტებულ კლუბს უწევს "ქიშმიშიანი ბულკის" დაგემოვნება, ევროსაკვალიფიკაციოზე საცოდაობას დაატრიალებიებს ფიფია გუნდს და ამ ბავშვებს გულს მოუკლავს ისეთი ანგარიშით წააგებენ იქ. ახია რა ფიფია შე წუწკო/მერჩენთო რა ქენი ეს რა ფანდი "შემოაგდე" ხალხი სპონსორს და გუნდის ძირეულ გაძლიერებას ელოდა და ტიპს ფული რო დაეზოგა დუბლებით აპირებს ახალ სეზონში გუნდის გაყვანას რაც უტყუარად მეოთხე მეხუთე ადგილის პესნიაა ისედაც წაქცეულ ე-ლიგაში.
Capitani Esgeso
08 იანვარი 2024 22:51
0
ნუთუ ეღირსება "დინამოს" საქმიანი,დიდფულიანი და დიდმიზნებიანი ინვესტორი? ღმერთმა ქნას!!
ვაჰმე
08 იანვარი 2024 21:53
0

სიახლეები პოპულარული