"თელავი" მწვრთნელმა და ცამეტმა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
"თელავი" თავისი "ფეისბუქის" გვერდით გუნდში დიდი ცვლილებების თაობაზე იტყობინება:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი "თელავი", ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა, 51 წლის გეორგიოს კოსტისმა, მისმა თანაშემწემ, ფიზმომზადების სერბმა სპეციალისტმა მილოშ დიუროვიჩმა და 13 ფეხბურთელმა დატოვა - დავიდ იურჩენკოს, ტომელინ გუტიერის, მატია რომს, გიორგი ქანთარიას, იმედა აშორტიას, ირაკლი რუხაძეს, ამარ ბეგიჩს, ოთარ გაგნიძეს, ვაჟა ფაცაციას, ჟონელ დეზირეს, სტეფან დიმიჩს, იოზეფ მენიხს და გურამ გოშთელიანს გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდათ და კარიერას სხვაგან გააგრძელებენ
გეტყვით იმასაც, რომ ირაკლი რუხაძეს ჩვენთან საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა და უზბეკეთში,
"აგმკ ოლმაილიქში" დაბრუნდა, გიორგი ქანთარია, ვაჟა ფაცაცია, ბრაზილიელი გუტი და ბოსნიელი ბეგიჩი კი უცხოეთში წავიდნენ.

სკ "თელავი" მადლობას უხდის მთავარ მწვრთნელს, მის თანაშემწეს და ბიჭებს გაწეული სამსახურისთვის, გვერდში დგომისთვის და სამომავლოდ, ყოველივე საუკეთესოს უსურვებს, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში.

რაც შეეხება სკ "თელავის" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას და შევსება-გაძლიერებას, კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურადაა ჩართული სატრანსფერო კამპანიაში და სიახლეებსაც პერიოდულად შეგატყობინებთ".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯერ მარტო სათაურია ბომბა.ფაქტი რა თქმა უნდა არ არის კარგი. ისე მე მგონია რომ დიდი კორუფციაა აქაც.
ზურა
20:32 13-01-2024
1
ზუსტად იმ მიზეზით რომ წრეზე დადიან ფეხბურთელები. ვერც ფეხბურთელები მიაღწევენ რამეს და ვერც გუნდები. ერთი და იგივე ფეხბურთელები გადადიან გადმოდიან მიდიან მოდიან. რას აკეთებენ კაცმა არ იცის. ფეხბურთის თამაში არ იციან სირბილი არ შეუძლიათ და ვარჯიში კი არ უნდათ. ტფუი ყველას და ყველაფერს. რაც საქმე გგონიათ და აკეთებთ ქართული გუნდები წყლის ნაყვაა მეტი არაფერი.
roma bejanidze
09:47 13-01-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული